-->

3X3 საქართველოს ჩემპიონატის ფინალი 2016

25 July 2016

24 ივლისს 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 12-მა გუნდმა: dream team, geo3x3, ponto franco, hellohaters, კახეთი მიქს, მუხბე, სეუ, სოხა, squad, west, AND1, Old Eagles.
ტურნირი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, კარგი ლოკაცია - East Point, ძლიერი მოთამაშეები და სპეციალურად ამ ტურნირისთვის მოწვეული სტუმრები - "ნოვი სადი", რომლებმაც ქართველ კალათბურთელებთან საჩვენებელი თამაში ჩაატარეს.
ჩატარდა 3-ქულიანების კონკურსი, მაგრამ ძლიერი ქარის გამო მოთამაშეებს ძალიან უჭირდათ ბურთის ჩაგდება კალათში. ასევე იყო ჩატენვების კონკურსი, სამწუხაროდ სანახაობრივად კონკურსი არ გამოდგა, ვერც ერთმა მონაწილემ ვერ შეძლო კარგი "დანქის" შესრულება...

ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კახეთი Mix და Old Eagles, სადაც ძლიერ ბრძოლაში გაიმარჯვა გუნდმა Old Eagles. გამარჯვებული გუნდი 13-14 აგვისტოს 3X3 ევროპულ ტურნირზე გაემგზავრება ბუქარესტში (რუმინეთი).

Media

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree