-->

3X3 კალათბურთში თბილისის ტურის გამარჯვებული "არქი ჯგუფი" გახდა

29 October 2015

თბილისის ტური 3X3 კალათბურთში დასრულდა. სამი ეტაპისგან შემდგარი ტურნირის გამარჯვებული გახდა „არქი ჯგუფი“, რომლის ღირსებასაც შაკო კოხრეიძე, გიორგი რევაზაშვილი, ზურა მაისურაძე და რომან ტუკვაძე იცავდნენ. არქიჯგუფელებმა ფინალში გუნდ „ბრადიაგის“ 19:13 მოუგეს.

დღეს გამართულ ფინალურ ტურნირამდე ჩატარდა 2 შესარჩევი ეტაპი, რომელთა შედეგად 16 გუნდი შეირჩა. ორივე შესარჩევი ტურის გამარჯვებული გუნდი სეუ (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი) გახდა. აღსანიშნავია, რომ სეუ-ელებმა 2015 წლის სეზონში ყველაზე მეტი ტური მოიგეს და მისი კაპიტანი, დავით ეძგვერაძე, როგორც საქართველოს წლის საუკეთესო რეიტინგის მქონე კალათბურთელი, ფინალის შემდეგ ფიბა-ს ლიცენზირებული სათამაშო სათვალით დაჯილდოვდა.

რაც შეეხება ფინალურ ტურნირს, სეუ-ს ხელი მეოთხედფინალში მოეცარა, როცა „მიტდიულანდთან“ 19:20 წააგო. სეუ-ელები დამაჯერებლად იგებდნენ და მოდუნდნენ, რაც ძვირად დაუჯდათ. „მიტდიულანდი“ შემდეგ ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ „ბრადიაგისთან“ 18:21 დამარცხდა, ხოლო მეორე ნახევარფინალში არქი ჯგუფმა გიბრალტარს 20:18 სძლია.

ფინალური მატჩი საინტერესო გამოდგა. თანაბარ ბრძოლაში, მატჩის შუაწელში 8:5 „ბრადიაგი“ დაინაურდა, თუმცა მაისურაძის შედეგიანობის წყალობით - რომელსაც ტუკვაძე, რევაზაშვილი და კოხრეიძე ეხმარებოდნენ, „არქი ჯგუფი“ დაწინაურდა და გასამარჯვებლად სამყოფ ლიდერობას დაეპატრონა.

ტურნირის დასრულების შემდეგ თბილისის ტურის გამარჯვებულები კალათბურთის ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ შესაბამისი მედლებითა და თასით დააჯილდოვა. საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულ არქიჯგუფელ ზურა მაისურაძეს პრიზად ტურნირის სათამაშო ბურთი ერგო.

წყარო: gbf.ge

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree