აკროპოლისის თასი - საქართველოს ნაკრების პირველი გამარჯვება

23 August 2017

დღეს საქართველოს ნაკრებმა ჩაატარა საოცრად დაძაბული მატჩი, მიუხედავათ ცუდი სტარტისა (18-8) , საქართველოს ნაკრებმა შეძლო სიტუაციის გამოსწორება და საბერძნეთის ნარკრებს აგრძნობინა საკუთარი ძალა. მთელი მატჩის განმავლობაში მიმდინარეობდა ნამდვილი ბრძოლა, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზუროსი ცვლიდა მოთამაშეებს და ცდიდა სხვა და სხვა კომბინაციებს. სამწუხაროდ გამყრელიძე და ლონდარიძეს გამოყვანამ თამაში თითქოს უკან წაწია... ახალგაზრდა ბითაძემ კი 4 ქულა მოიპოვა.

რაც შეეხება ლიდერებს, გიორგი შერმადინმა 23 ქულა მოუტანა ნაკრებს, მისი შეჩეერება დღეს რთული იყო. თორნიკე შენგელიამ 30 წუთი გაატარა მოედანზე და 14 ქულა შეაგროვა, თოკოს ძლიერი მოთამაშეა და მისი ტემპი მუდმივად მატულობს. ამ თამაშის მთავარ გმირად კი გიორგი ცინცაძეს დავასახელებ, გიორგი კვლავ ფორმაშია, მისი საოცარი პასები ყველას გვაკვირვებს, ხოლო ბოლოს ჩაგდებულმა 3-ქულიანმა მოგება მოუტანა საქართველოს ნაკრებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ხვალ შეხვდება სერბეთის ნაკრებს.

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree