დისციპლინარულ-ტექნიკურმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო

01 December 2015

სუპერლიგის გასულ ტურში ქუთაისში მომხდარი ინციდენტის შესახებ კალათბურთის ფედერაციის დისციპლინარულ-ტექნიკურმა კომისიამ იმსჯელა და სანქციებიც გამოიტანა. შეგახსენებთ, გასულ პარასკევს „ქუთაისისა“ და „დინამოს“ შორის გამართული მატჩის ბოლოს ქუთაისელ გულშემატკივრებსა და თბილისური კლუბის მოთამაშეებს შორის შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ფედერაციის დისციპლინარებმა შემდეგი სანქციები გამოიტანეს:

- დინამოს მოთამაშე ილია ლონდარიძე დაჯარიმდა 2000 ლარით და მიეცა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია;

- კლუბი „ქუთაისი“ დაჯარიმდა 1000 ლარით;

- კლუბ „ქუთაისს“ მიეცა გაფრთხილება (მსგავსი ინციდენტის გამეორების შემთხვევაში გუნდს მოუწევს საშინაო მატჩების ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარება. ანაც შესაძლებელია ქუთაისში თამაში აეკრძალოს).

წყარო: gbf.ge

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree