საქართველო-ბოსნია: ამხანაგური მატჩების მიმოხილვა

23 October 2015

ევრობასკეტ 2015-ის დაწყებამდე საქართველომ გამართა ორი ამხანაგური თამაში ბოსნიასთან. პირველი თამაშის შედეგია 78-73 საქართველოს სასარგებლოდ. მატჩის პირველი მეოთხედი დამთავრდა ანგარიშით 20-11, მაგრამ მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა შეძლო ძალების დაბალანსება და უკვე მესამე მეოთხედში იგებდა ანგარიშით 64-55. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მონაცემებით გიორგი ცინცაძემ და მანუჩარ მარკოიშვილმა გააკეთეს 13-13 ქულა, ვიქტორ სანიკიძემ და ბექა ბურჯანაძემ 10 წულა, ხოლო ზაზა ფაჩულიამ 6 ქულა. საქართველოს ნაკრები თამაშობდა თორნიკე შენგელიას გარეშე, მას აქვს ტრავმა და ახლო მომავალში შეუერთდება ნაკრებს.

მეორე თამაში ბევრად დაძაბული გამოდგა, საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ კარგად დაიწყი პირველი მეოთხედი 22-20, მეორე მეოთხედში თანაბარი თამაში გრძელდებოდა, მაგრამ ბოსნიამ შეძლო ორი ქულით დაწინაურება 46-44. შემდეგ ბოსნიელმა კალათბურთელებმა გამოიჩინეს თავი და გაიმარჯვეს ანგარიშით 82-67.

ბექა ბურჯანაძემ გააკეთა ამ თამაშში მნიშვნელოვანი 14 ქულა, ჯეიკობ პულენმა კი 11 ქულა.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ 2015-ზე საქართველოს ნაკრების პირველი მეთოკე იქნება ჰოლანდია.

მანამდე 14,15,16 აგვისტოს თბილისში ჩატარდება თბილისის მერიის თასი სადაც საქართველოს ნაკრები შეხვდება - ესტონეთს, ლატვიას და იტალიას.

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree