პიერია ჰენრი - ნოემბრის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე

04 December 2015

"ვითას" მცველი პიერია ჰენრი დასახელდა ვთბ ლიგის ნოემბრის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ.

ვთბ ლიგა ოთხი სეზონის განმავლობაში აჯილდოვებს მოთამაშეებს კატეგორიაში "საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე". ეს ინდივიდუალური ჯილდო ეკუთვნის საუკეთესო კალათბურთელს ლიგაში, რომლის ასაკიც არ აღემატება 23 წელს. სეზონის "საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე" გამოვლინდება ლიგის 7-თვიანი რეგულარული ჩემპიონატის მიმდინარეობის შედეგების მიხედვით.

პიერია ჰენრი, 22 წლის ამერიკელი, წინა თვეში მან მიიღო მონაწილეობა 5 მატჩში და მაქსიმალურად ცდილობდა გუნდი გამარჯვებამდე მიეყვანა. მისი საშუალო სტატისტიკა შემდეგია: 14,4 ქულა, 8,6 მოხსნა, 5,6 პასი, 2,6 მოხსნა და 18,2 ქულა ეფექტურობისთვის.

"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემ კლუბს, რათა მომეცა საშუალება მეთამაშა ისეთ მაღალ დონეზე, როგორიც არის ვთბ ლიგა. მადლობა მწვრთნელებს ყურადღებისათვის და ნდობისთვის, პარტრნიორებს - მხარდაჭერისათვის. ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, და ჩემი ოჯახისთვის, ვეცდები წინსვლას მომავალში და "ვითას" გამარჯვებამდე მიყვანას - აცხადებს პიერია ჰენრი.

 

წყარო: vtb-league.com

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree