საქართველო გერმანიასთან დამარცხდა

02 September 2017

სამწუხაროდ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა განიცადა მარცხი გერმანიის ნაკრებთან ანგარიშით 57:67.

წაგების მიზეზებზე საუბარი რთულია, რადგანაც ყველამ დაინახა რაღაც რაც არ მოეწონა არ ესიამოვნა, მთავარია რა დაინახა მთავარმა მწვრთნელმა და რა დასკვნები გამოიტანა.

თამაშის განმავლობაში ილიას ზუროსი საკმაოდ ნერვიულობდა და ემოციებს ვერ მალავდა, ზუსტად ამის გამო მან ტექნიკური ჯარიმაც მიიღო.

ხოლო, თამაშის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე მან შემდეგი კომენტარი გააკეთა:“ პირველ რიგში ვულოცავ გერმანიას გამარჯვებას, ის ნამდვილად გამარჯვების ღირსია და უკეთ თამაშობს. ჩვენ გვქონდა ცუდი თამაში, გვაკლდა კონცენტრირება, მაგრამ თამაში დასრულდა და მოუთმენლად ველოდებით შემდეგ თამაშს.“

დღევანდელ შეხვედრაში გუნდის კაპიტანმა - ზაზა ფაჩულიამ უკეთესი თამაში გვანახა, მან დააგროვა 14 ქულა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ზაზა ფორმაში იყო. ასევე მოედანზე გამოვიდა გიორგი ცინცაძე, რომელსაც ლიტვასთან მატჩისას ტრავმა ჰქონდა მიღებული,  თორნიკე შენგელიამ დააგროვა 12 ქულა,  დუდა სანაძე და მაიკლ დიქსონი 8 ქულა.

საქართველოს ნაკრების შემდეგი მეთოკე არის უკრაინა, მას აქვს ორი წაგება.

საქართველოს ნაკრებს ძალიან სჭირდება მოგება, წარმატებები მას!

Media

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree