საქართველომ ლიტვა დაამარცხა - 79:77! !!

31 August 2017

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტი მოგებით გახსნა და პირველ შეხვედრაში დაამარცხა ლიტვის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 79:77.

შეხვედრა პირველ მეოთხედში თანაბრად მიმდინარეობდა, საქართველოს ნაკრები თავისუფლად აჰყვა ლიტვის ტემპს და პირველი მეოთხედი 18:18 დაასრულა. თუმცა მეორე მეოთხედში ლიტვა წინ გავიდა 10 ქულით და საქართველოს ნაკრებს თითქოს უჭირდა კიდეც, გიორგი ცინცაძემ კი ტრავმა მიიღო და მოედანზე აღარ გამოვიდა... მაგრამ ნაკრებმა მაინც შეძლო და მეორე მეოთხედი 5 ქულის სხვაობით დაასრულა.

ვალანჩუნასი დღეს ისევ როგორც წინა ევრობასკეტზე დიდი შეფერხება იყო საქართველოს ნაკრებისთვის, მისი შეჩერება საკმაოდ რთული იყო. ასევე კარგი იყო კუზმინსკი, რომელმაც 18 ქულა დააგროვა.

 

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, აღსანიშნავია თორნიკე შენგელიას შეუდარებელი თამაში, მისი ბრძოლის უნარი და გამარჯვების სურვილი! დღეს თოკომ 36 წუთი გაატარა მოედანზე და 29 ქულა დააგროვა. დუდა სანაძემ დააგროვა 13 ქულა, თავიდან არ წაუვიდა თამაში მაგრამ შემდგომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო. ზაზა ფაჩულიამ 8 ქულა მოუტანა ნაკრებს, მისი საოცარი თამაში დაცვაში ძალიან კარგი და საჭირო იყო, საბედნიეროდ ტრავმამ გაუარა და ის კვლავ თამაშობს. მაიკლ დიქსონი - ლეგიონერი, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის იბრძვის, დღეს ის მარტო იყო, რადგანაც ცინცაძემ ტრავმა მიიღო, ის იყო გათამაშებაზეც და დაცვაშიც კარგი, ბოლო პერიოდში ჩაკიდული ბურთები კი საოცარი იყო.

 

დღეს საქართველოს ნაკრებმა არა მხოლოდ ითამაშა, არამედ იბრძოლა. დღეს იყო ისტორიული მატჩი, დღეს საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი უფრო ნერვიულობდა ვიდრე წინა ევრობასკეტზე ლიტვასთან შეხვედრისას. ასეთი თამაშის სიტყვებით გადაცემა რთულია, თუ არ გინახავთ აუცილებლად უყურეთ.

 

დიდი მადლობა საქართველოს ნაკრებს! დიდი მადლობა ილიას ზუროს!

 

შემდეგი შეხვედრა 2 სექტემბერს გაიმართება გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ.

Media

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree