საქართველოს მეორე გამარჯვება აკროპოლისის თასზე

24 August 2017

საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა სერბეთის ნაკრები ანგარიშით 68:66.
მოკლედ მატჩის შესახებ:
მატჩის ლიდერი - თრნიკე შენგელია, მან დააგროვა 21 ქულა, თითქმის 100% საჯარიმო სროლები და ერთი 3-ქულიანი. დუდა სანაძემ მოუტანა ნაკრებს 10 ქულა, დღეს დუდამ კარგი თამაში გვაჩვენა, ბოლომდე იბრძოლა და მარკოიშვილთან(6ქულა) კარგ დაცვას თამაშობდა. გიორგი ცინცაძე კვლავ გვახარებს, მისი მოძრაობები და საოცარი პასები აბნევდა სერბეთის ნაკრებს. ბოლო მეოთხედამდე არ გვჯეროდა გამარჯვების, ორივე ნაკრებს უჭირდა ბურთის ჩაგდება. ბოლოს არასწორმა გადაცემამ კი იმედებიც დაგვაკარგინა, მაგრამ სერბეთმა ვერ გამოიყენა შანსი და ბოლო წამებზე 3-ქულიანი ვერ ჩააგდო.
საქართველოს ნაკრებმა კვლავ გაიმარჯვა!
შეგახსენებთ, ხვალ საქართველოს ნაკრები შეხვდება იტალიის ნაკრებს 19.45 საათზე.

 

იხ. მატჩის ვიდეო:

Media

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree