სუპერლიგის ძალზედ საინტერესო და დაძაბული მე-7 ტურის მიმოხილვა

29 November 2015

27 ნოემბერს ორი თამაში ჩატარდა ქუთაისსა და ბათუმში. ქუთაისის სტუმარი დინამო იყო, ბათუმში კი ზღვის პირელთა დაპირისპირება შედგა.

ქუთაისი-დინამოს დაპირისპირება ძალზედ საინტერესო გამოდგა, 2 მეოთხედის განმავლობაში სტუმრებს ლიდერობდნენ, დიდ შესვენებაზე 6 ქულას იგებდა დინამო.

მესამე მეოთხედი როგორც ყოველთვის კალათბურთში გარდამტეხია და ქუთაისმა არ უღალატა თავის გულშემატკივარს და სხვა თამაში შესთავაზა. საბოლოოდ ქუთაისმა
შეძლო გამარჯვება 11 ქულის სხვაობით (75-64). აღსანიშნავია იცნინდენტი, რომელიც მოხდა რამოდენიმე წამით ადრე თამაშის დასრულებამდე, კალათბურთის
ფედერაციის პრეზიდენტის განცხადების თანახმა, დისციპლინარული კომპიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ფაქტთან დაკავშირებით.

ზღვისპირელთა დაპირისპირებაც ანალოგიური იყო, სოხუმს მიჰყავდა 3 მეოთხედი თამაში, თუმცა ბოლოს ბათუმა ძალები მოიკრიბა და შეძლო გამარჯვება 12
ქულით(90-78). სოხუმის მწვრთნელი უკმაყოფილო დარჩა დარბაზში შექმნილი ვითარებით და იმ ფაქტით, რომ თამაშის დროს რამოდენიმე ჯერ ჩაქრა შუქი და
ამან დიდი გავლენა იქონია მოთამაშეებზე.

შაბათს, თბილისში 2 საინტერესო თამაში ჩატარდა რუსთავი-ოლიმპი და მგზავრები-აკადემია.

პირველი მატჩი საყურებლადაც კარგი იყო და დაძაბულიც იყო. ოლიმპი მთელი თამაშის განმავლობაში არ აძლევდა რუსთავს შანს წინ გასულიყო, ასე ვთქვათ ვერ
გაასწრო, თამაშის მიწურულს რუსთავს დიდი შანსი ჰქონდა წინ გასვლის როდესაც ანგარიში 1 ქულამდე შემცირდა ოლიმპის სასარგებლოდ, თუმცა როგორც ჩანს
რუსთავს ძალები არ ეყო და ის დამარცხდა ანგარიშით (78-73).

შაბათის ბოლო მატჩი მგზავრები-აკადემია, მგზავრები ტაიმის მიწურულს 10 ქულას იგებდნენ, თუმცა მესამე მეოთხედში აკადემიამ 21-6 მოუგო და თამაში
დაიქაჩა. მეოთხე მეოთხედი კი საბედისწერო გახდა აკადემიისთვის, მოთამაშეებს არ წაუვიდათ თამაში, მგზავრების ბიჭებს კი ეს უფრო გამოუვიდათ და სძლიეს
აკადემიას ანგარიშით (77-68).

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree