სუპერ ლიგა: მე-8 ტურის მიმოხილვა

05 December 2015

ბათუმი - დინამო

თამაში ძალიან საინტერესო გამოდგა, დინამოს კარგი სტარტი ჰქონდა, პირველი პერიოდი 10-ქულიანი უპირატესობით დაამთავრა. თუმცა ბათუმი ასე მარტივად არ დანებდებოდა და მაქსიმალურად ეცადა თამაშის გარდატეხა. დინამოს არ ჰყავდა ერთ-ერთი ლიდერი - ილია ლონდარიძე, მაგრამ გამარჯვება მაინც დინამომ დაიმსახურა (76:64). დინამოელი მოთამაშეებიდან თამაშზე გამოირჩეოდნენ: ებრიუ მაკალპი 19 ქულა, გრიგოლ შვანგირაძე 18 ქულა, მიხელი ბერიშვილი 17 ქულა და გიორგი შარაბიძე 13 ქულა. მასპინძლების გუნდში გამორჩეული იყო აკაკი დვალიშვილი, ორმაგი დუბლით 18 ქულით და 16 მოხსნით.

 

ქუთაისს სტუმრობდა სუპერლიგის ყველაზე ახალგაზრდა გუნდი „მგზავრები“. თამაშის დაწყებიდან პირველი ორი პერიოდის მიმდინარეობისას თამაშს „მგზავრები“ აკონტროლებდნენ. თუმცა ქუთაისის გამოცდილებამ გუნდს დიდი უპირატესობა შემატა და გამარჯვებამდე მიიყვანა (81:66). მასპინძლებიდან გამოირჩნენ ლევან ლეჟავა 18 ქულით, რიჩარდ მათიაშვილი ორმაგი დუბლით 16 ქულით და 10 მოხსნით, ამერიკელი ედუარდ ბრიტონი 15 ქულით და 9 მოხსნით. სტუმრებიდან გამოკვეთილი ლიდერი არავინ იყო, ლევან გრძელიძე 10 ქულა, გიორგი ცირეკიძე 11 ქულა, კახა ჯინჭარაძე 11 ქულა, კაჰიმ რაშად რენსომი 11 ქულა.

 

თბილისში ახალმა სპორტის სასახლებ ორ თამაშს უმასპინძლა. ორივე თამაში საინტერესო გამოდგა, ერთ-ერთი კი სენსაციური. პირველ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ სოხუმი და რუსთავი, ამ მატჩისგან მაყურებელი უფრო მეტს ელოდა... მთელი თამაშის განმავლობაში უპირატეობა სუხუმს ჰქონდა, რუსთავს წინ გასვლის არანაირ შანს არ აძლევდა. სოხუმი უფრო დალაგებული კალათბურთს თამაშობდა და უფრო სწრაფ შეტევებს ახორციელებდა. მატჩი სოხუმის გამარჯვებით დასრულდა (71-57). სოხუმელებიდან გამოირჩეოდა ფილიპ მილერი, რომელმაც 20 ქულა დააგროვა და სერგო ათუაშვილი 20 ქულით და 13 მოხსნით.. რუსთაველებიდან კი ნიკოლა გაჩეშა 21 ქულით და 11 მოხსნით და კაელ ტურპინი 15 ქულით და 13 მოხსნით.

 

ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ ოლიმპი და აკადემია. სუპერლიგის ცხრილში აკადემიას ბოლო ადგილი უკავია არც ერთი მოგების გარეშე. აკადემიამ დაიმატა ამერიკელი მოთამაშეები, რომლებმაც შეძლეს გუნდში გარდატეხის შეტანა. თამაში თანაბარი ძალებით მიმდინარეობდა, ბურთი ორი პერიოდის განმავლობაშ ნაკლებად ვარდებოდა კალათში, ორივე გუნდი დაცვითი თამაშს ატარებდა. თამაშის მეორე ნახევარი სრულიად განსხვავებული გამოდგა, გუნდებმა ნამდვილი ბრძოლა დაიწყეს, ხოლო ბოლო პერიოდში აკადემიამ კარგი დაცვითი თამაში ითამა და არანაკლებ კარგი შეტევები განახორციელა ლიმპისგან განსხვავებით. აკადემიის მოთამაშეებიდან გამოირჩა ამერიკელი მაურის ბრიგსი 22 ქულით და 11 მოხსნით, და კოკა ტომარაძე 15 ქულით. ოლიმპიდან კი მხოლოდ ერთმა მოთამაშე შეძლო 10 ქულის დაგროვება - ჯერემი ბაინუმი. მატჩი დასრულდა 73 -54 აკადემიის გამარჯვებით.

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree