სუპერლიგის პლეი ოფის ფინალი იწყება

17 May 2017

სუპერლიგის ფინალისტები გამოვლინდნენ - დინამო და ქუთაისი, ფინალის პირველი შეხვედრა 22 მაისს შედგება.


შარშანდელ ფინალში ქუთაისმა მოუგო დინამოს საერთო ანგარიშით 3:2.


ბოლო თამაში საკმაოდ დაძაბული იყო, რომელიც ჩატარდა ქუთაისში, ქუთაისის სავსე დარბაზმა თავისი როლი ითამაშა რა თქმა უნდა, იყო კითხვები მსაჯებთანაც, მაგრამ ეს იყო შარშან...


წელს დინამო ბევრად ძლიერი გუნდია, ქუთაისმა კი დაიმატა გიორგი ცინცაძე, საკმაოდ გამოცდილი მოთამაშე, საქართველოს ნაკრების წევრი, ამ მოთამაშეზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მას შეუძლია გააკეთოს ისე, რომ გუნდმა მოიგოს ან პირიკით, გუნდმა წააგოს მაშინ როდესაც უნდა მოეგო.

 

ორივე გუნდს ვუსურვებთ წარმატებებს!

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree