ვითა - ლოკომოტივ-კუბანი

01 November 2015

ვთბ-ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ თამაშში ერთმანეთს შეხვდნენ ქართული "ვითა" და რუსული "ლოკომოტივ-კუბანი", სადაც "ვითა" დამარცხდა ანგარიშით 63-73.
"ვითა" ამ ლიგაში უკვე მე-6 მატჩს ატარებს, მაგრამ ჯერ მოგების გარეშე. თამაში საკმაოდ კარგად დაიწყო, "ვითა" კარგ დაცვას თამაშობდა და შედეგიან შეტევებსაც ანხორციელებდა. თამაშის პირველი ნახევარ მორჩა ანგარიშით 34:36.
მესამე მეოთხედში რუსულმა გუნდმა გააკეთა 11 ქულიანი ნახტომი და მოახდინა თამაშის გარდატეხა. მიუხედავათ იმისა, რომ 2-ქულიანების მაჩვენებელი "ვითას" 57% შეადგენს გუნდს მაინც გაუჭირდა თამაში. მთავარი მწვრთნელი პაველ გოოგე აცხადებს, რომ გუნდს საკმაოდ ცოტა გამოცდილება აქვს იმისათვის, რომ გაუწიოს ფავორიტებს წინააღმდეგობა და მოიგოს, არის მომენტები როდესაც გუნდს უბრალოდ ფიზიკური ძალა აღარ ეყო, მაგრამ მოგების იმედი მაინც გვაქვს და გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ.

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree