ვითა - ვეფი 69-99

29 November 2015

გრძელდება ვთბ-ლიგის რეგულარული ჩემპიონატი, გრძელდება "ვითას" მარცხი...

     ამჯერად "ვითას" მეთოქე ლატვიური "ვეფი" იყო, თამაშის დასაწყისი საკმაოდ კარგი იყო, "ვითა" დამაჯერებლად იგებდა პირველ მეოთხედში 21-18. მაგრამ, მეორე მეოთხედში თამაში შეიცვალა და "ვეფ"-ის მოთამაშეებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და წინ გასვლა.
     აღსანიშნავია "ვითას" მოთამაშეების, კონსტანტინე ანიკიენკო (23 ქულა) და პიერი ჰენრის (18 ქულა), თავდადებული თამაში, ნამდვილად შეუძლიათ თამაში და აკეთებენ მაქსიმუმს, მაგრამ მოსაგებად ეს არ კმარა, არ კმარა მხოლოდ ორი მოთამაშის კარგი თამაში. საჭიროა გუნდური თამაში, საჭიროა გუნდის ჩამოყალიბება, "ვითას" შემადგენლობა კი მუდმივად იცვლება, გუნდს გააჩნია ფინანსური პრობლემები, აქედან გამომდინარე მოგებაზე რეალურად ფიქრი ზედმეტია.

 

ფოტო: vtb-league.com

 

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree