"მინესოტას" ფორვარდი კევინ გარნეტი გახდა NBA-ისტორიაში მეოთხე მოთამაშე, რომელსაც აქვს ნათამაშები 50 000 წუთი. ეს რეკორდი მან დაამყარა "მემფის გრიზლისთან" თამაშის დროს.
ახლა გარნეტს რეკორდში ასწრებენ: ჯეისონ კიდი (50 111 წუთი), კარლ მლოუნი (54 852 წუთი) და კარიმ აბდულ-ჯაბარი (57 446 წუთი).

"მინესოტას" ფორვარდმა კევინ გარნეტმა ოთხშაბათს დაიწყო თავისი 21-ე სეზონი, რითაც გაიმეორა რობერტ პერიშის და კევინ უილისის ჩატარებული სეზონების რაოდენობის რეკორდი NBA-ში.

იმ შემთხვევაში თუ 39 წლის გარნეტი გააგრძელებს თამაშს შემდეგ სეზონში, იგი გახდება ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც ექნება ჩატარებული 22 სეოზნი NBA-ში.

ამავე სეზონში "ლეიკერსის" მოთამაშემ, კობი ბრაიანტმა, დაამყარა ერთ გუნდში ჩატარებული სეზონების რეკორდული მაჩვენებელი - 20.

გარდა იმისა, რომ კევინ გარნეტი არის საკმაოდ კარგი მოთამაშე, რომელიც უკვე წლებია თამაშობს და შეიძლება ითქვას ცოცხალ ლეგენდად იქცა, მის რეპუტაციაზე კიდევ მისი მეორე, აგრესიული მხარე მეტყველებს, არა ერთი კონფლიქტი მომხდარა NBA თამაშზე კევინ გარნეტის მონაწილეობით.

ნიკოლოზ ცქიტიშვილი ყვება კევინ გარნეტთან გაცნობის ისტორიას:

"როდესაც გამოვედი მოედანზე, გარნეტმა მითხრა: " იცი ვინ ვარ მე?". რა თქმა უნდა ვიცოდი, ჯერ კიდევ პატარაობისას საქართველოში ვცხოვრობდი და გარნეტი ჩემი გმირი და მისაბაძი მოთამაშე იყო.

"შენ ფიქრობ, რომ წინააღმდეგობას გამიწევ? ვერა, ვერ შეძლებ ამას!" - აგრძელებდა გარნეტი და მთელი თამაშის განმავლობაში ისროდა რეპლიკებს ჩემს მიმართ და იყო ძალიან აგრესიული.

რამდენიმე თვის შემდეგ მე და ჩემი ძმა ვიყავით მუსიკალური დისკების მაღაზიაში, დენვერში, სადაც შემოვიდა გარნეტი. ჩემი ძმა, გიორგი, მაძალებდა მისვლას და მისალმებას, მაგრამ მე უბრალოდ ხელი დავუქნიე. ჩვენი შემდეგი შეხვედრა შედგა მეორე დღეს, თამაშის წინ, როდესაც ჩვენ დაგვპატიჟეს გასახდელში ლიდერთან გასაცნობად.

"ამჯერად უფრო თამამი ხარ" - მითხრა გარნეტმა. თამაშის შემდეგ კევინი ისევ მოვიდა ჩემთან და ჩამომართვა ხელი, "ძმურად",  ისე როგორც ამას აფროამერიკელები აკეთებენ.

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree