"კლივლენდმა" შეძლო დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება "გოლდენ სთეიტზე" მესამე ფინალურ მატჩში - 120:90.

კლივლენდი: ჯეიმსი(32+11მოხსნა-5დაკარგვა), ირვინგი(30+8გადაცემა), სმიტი(20)...

გოლდენ სთეიტი: კარი(19-6დაკარგვა), ბარნსი(18+8მოხსნა), გრინი(6+7გადაცემა), იგუდალა(11)...

"ნიქსის" პრეზიდენტმა ფილ ჯექსონმა, "კლივლენდზე" საუბრისას გაიხსენა თუ როგორ შეცვალა 1993 წელს მაიკლ ჯორდანმა ფინალური სერია, როდესაც "ჩიკაგო" აგებდა 2:0 "ნიუ-იორკთან".

"მაშინ, გაზეთში დაბეჭდილმა ერთმა სიახლემ მთლიანად შეცვალა მაიკლ ჯორდანი. რაღაც მსგავსი უნდა მოხდეს ლებრონ ჯეიმსთან. ამ მომენტამდე ის იყო გუნდური თამაშის ნაწილი, მაგრამ ვთვლი, რომ ახლა შეწყვიტოს ასეთი თამაში და საკუთარ თავზე აიღოს ყველაფერი" - ფილ ჯეკსონი.

ქვემოთ გთავაზობთ 1993 წლის ფინალური სერიის ჩანაწერებს:

"კავალიერსის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი "უორიორზთან" მნიშვნელოვანი მარცხის შემდეგ (77:110) განაცხადა, რომ უკეთ უნდა ითამაშოს დარჩენილ თამაშებდი.
ჯეიმსმა დააგროვა 19 ქულა, 8 მოხსნა, 9 გადაცემა და 7 დაკარგვა.

"მე უნდა გავხდე უკეთესი, უკეთ უნდა ვფლობდე ბურთს. უნდა შევქმა უკეთესი სათამაშო მომენტები ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, უფრო დარწმუნებულად უნდა ვიმოქმედო".

"კლივლენდის" ფორვარდმა ლებრონ ჯემსმა გააკეთა განცხადება სოციალურ ქსელებში იმის შესახებ, რომ მზად არის პლეი ოფისთვის.

"მე ვგრძნობ, რომ მზად ვართ ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის. დარწმუნებული ვარ "კლივლენდში", ყველა მოთამაშეში, მის მწვრთნელში...მე ვიცი, რომ შევძლებთ მოვიპოვოთ ტიტული მიმდინარე სეზონში. არ ვფიქრობ წარსულზე და მომავალზე, ჩემი ერთადერთი მიზანი არის გამარჯვება ჩემპიონატში."- აცხადებს ლებრონ ჯეიმსი.

ლბრონ ჯეიმსა განაცხადა, რომ მისი გუნდი არ იყენებს სრულ პოტენციალს.
ორშაბათს "კლივლენდმა" წააგო საშინაო თამაშში დასუსტებულ "მემფისთან".

"მე შემიძლია იმის თქმა, რომ პლეი ოფისთვის მზად არ ვართ. ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ, ჯერ კიდევ ვუშვებთ შეცდომებს მოედანზე. "მემფისთან" თამაშისას ჩვენ გვქონდა 25 დაკარგვა, რომლებმაც გამოიწვია 30 ქულა" - აცხადებს ლებრობ ჯეიმსი.

ლებრონ ჯეიმსმა გააკეთა კომენტარი "ჩიკაგო ბულსთან" თამაშის შესახებ, "კლივლენდმა" მოუგო "ჩიკაგოს" ანგარიშით 106:95. შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველ ორ შეხვედრას "ჩიკაგოსთან" "კლივლენდმა" ვერ გაუძლო და დამარცხდა.

ჯეიმსმა დააგროვა 25 ქულა, 9 მოხსნა და 9 გადაცემა.

"პირველ ორ მატჩში ჩვენ ვერ ვერაფერი მოვუხერხეთ "ჩიკაგოს" ენერგიას და აგრესიას და ორივეჯერ წავაგეთ. ბოლო მატჩზე კი ღირსეული პასუხი გავეცით მოწინააღმდეგე გუნდს" - აცხადებს ლებრონ ჯეიმსი.

Page 1 of 5

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree