"გოლდენ სთეიტის" მთავარი მწვრთნელის განცხადებით, გუნდის შემადგენლობის შეცვლის შემდეგ მას ძალიან ადარდებს დაცვის მხარე.

"რაც დანამდვილებით შეიცვლება - ეს არის დაცვა, ჩვენ გვყავდა ნამდვილად შეუდარებელი დაცვა ბოგუტას და ეზელის სახით, მაგრამ ეს ორივე მოთამაშე წავიდა გუნდიდან. ზაზა ძალიან კარგად თამაშობს დაცვას, მაგრამ ის უფრო პოზიციურ დაცვას თამაშობს და ნაკლებად ასრულებს "ბლოკ-შოტებს.
ასე რომ, ჩვენ ცვლილებები გვექნება ტაქტიკაში, სირთულეები გველის დაცვაში, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს სწორედ" - აცხადებს სტივ კერრი.

"კლივლენდის" ფორვარდმა ლებრონ ჯემსმა გააკეთა განცხადება სოციალურ ქსელებში იმის შესახებ, რომ მზად არის პლეი ოფისთვის.

"მე ვგრძნობ, რომ მზად ვართ ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის. დარწმუნებული ვარ "კლივლენდში", ყველა მოთამაშეში, მის მწვრთნელში...მე ვიცი, რომ შევძლებთ მოვიპოვოთ ტიტული მიმდინარე სეზონში. არ ვფიქრობ წარსულზე და მომავალზე, ჩემი ერთადერთი მიზანი არის გამარჯვება ჩემპიონატში."- აცხადებს ლებრონ ჯეიმსი.

"ოკლაჰომას" მსუბუქმა ფორვარდმა კევინ დურანტმა "ჰიუსტონთან" შეხვედრისას დააგროვა 23 ქულა, ამით მან გაიმერო საკუთარი რეკორდი, ყოველ მატჩში მინიმუმ 20 ქულა, 56 მატჩის განმავლობაში.
მსგავსი რეკორდი მოქმედი მოთამაშეებიდან გააჩნია მხოლოდ კობი ბრაინტს, 63 მატჩის განმავლობაში ბრაიანტი აგროვებდა მინიმუმ 20 ქულას თამაშის განმავლობაში.

NBA-ში ბოლო ორი კვირაა მიმდინარეობს მოთამაშეების პროფკავშირებში მოლაპარაკებები კოლექტიურ შეთანხმებაზე, ამ მოლაპარაკებებში აქტიურ მონაწილეობას იღებს კლუბ "შარლოტს" მფლობელი მაიკლ ჯორდანი.
ჯორდანი, ლიგის მოლაპარაკებების კომპტეტში ცდილობს დაიცვას კლუბების ინტერესები მცირე ბაზრიდან.
მოთამაშეების აღმასრულებელ კომიტეტში არიან: ლებრონ ჯეიმსი, კრის პოლი და კარმელო ენტონი.

"სპერსის" გამთამაშებელმა ტონი პარკერმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, როდესაც გააკეთა 16 "ასისტი" "პორტლენდთან" თამაშის წინააღმდეგ (118:110).
ამასთან ერთად პარკერმა 27 წუთის განმავლობაში დააგროვა 18 ქულა და მხოლოდ ორი დაკარგვა.
ტონი პარკერის წინა პირადი რეკორდი იყო 2012 წელს, როდესაც მან გააკეთა 17 გადაცემა "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ.

"გოლდენ სთეიტი" გახდა NBA ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც შეძლო 66 მატჩიდან 60 გამარჯვების მოპოვება. გუნდმა ამით კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ და მიუახლოვდა "ჩიკაგო ბულსის" 1995/96 სეზონის რეკორდს, როდესაც გუნდმა დააგროვა რეგულარული ჩემპიონატის განმავლობაში 72 გამარჯვება.

Page 1 of 19

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree