დღეს გახდა ცნობილი თუ ვინ იქნება NBA ALLSTAR 2016-ზე სათადარიგო სკამზე:

დასავლეთის ნაკრები:
პოლ მილსეპ (ატლანტა), კრის ბოში (მაიამი), ჯიმი ბატლერი (ჩიკაგო), ჯონ უოლი (ვაშინგტონი), აიზეია ტომასი (ბოსტონი), ანდრე დრამონდი (დეტროიტი), დემარ დეროზანი (ტორონტო).

აღმოსავლეთის ნაკრები:
დრეიმონდ გრინი, კლეი ტომპსონი (გოლდენ სთეიტი), ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი), კრის პოლი (კლიპერსი), დემარკუს კაზინს (საკრამენტო), ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი), ლამარკუს ოლდრიჯდ (სან-ანტონიო).

"დალას მავერიკის" ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ იომორით დააკომენტარა ყველა ვარსკვლავის მატჩის შედეგები, რომლის მიხედვითაც მისმა პარტნიორმა - ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ დაიკავა მოთხე ადგილი დასავლეთ კონფერენციაში.

"ალბათ, ფაჩულიას ხმას აძლევდა ყველა ადამიანი საქართველოდან, რომელსაც ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან" - აცხადებს ნოვიცკი.

ფაჩულიამ დააგროვა 768 112 ხმა, ხოლო ნოვიცკიმ 173 ათასი.

დღეს გახდა ცნობილი NBA ALLSTAR 2016-ის შედეგები და შესაბამისად სასტარტო ხუთეულები.
დასავლეთის კონფერენცია: კობი ბრაინტი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, სტეფენ კარი, რასელ უესტბრუკი.

აღმოსავლეთის კონფერენცია: ლებრონ ჯეიმსი, კარმელო ენტონი, პოლ ჯორჯი, კაილ ლოური, დუეინ უეიდი.

სამწუხაროდ ზაზა ფაჩულია ვერ მოხვდა ყვლა ვარსკვლავის მატჩზე, გთავაზობთ მის განცხადებას:
"ძალიან დიდი მადლობა ყველას განურჩევლად, ასეთი დაფასებისთვის და თანადგომისთვის, ეს დღეები ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება ჩემს ცხოვრებაში.
”ყველა ვარსკვლავის” თამაშზე მოხვედრაზე უფრო მეტი, თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა.
ძალა ერთობაში".


გამოქვეყნდა NBA ALLSTAR-ის შუალედური შედეგები, სადაც ზაზა ფაჩულიამ დააგროვა 299,584 ხმა, დასავლეთ კონფერენციაში ზაზა იკავებს ისევ მე-8 ადგილს. გამოკითხვაში ლიდერობს კობი ბრაინტი 1,533,432 ხმით, მეორე ადგილზე კევინ დურანტი 774,782 ხმით, მესამე ადგილზეა დრეიმონდ გრინი 499,947 ხმით.
შეგახსენებთ, რომ NBA ALLSTAR-ში სასტარტო ხუთეულში მოსახვედრად ზაზამ უნდა დააგროვოს 500 000 ხმაზე მეტი, გამოკითხვის დასრულებამდე დარჩა მხოლოდ 4 დღე.

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree