მას შემდეგ რაც გამოქვეყნდა საუკეთესო მსუბუქი ფორვარდების სია, ESPN არხმა გამოაქვეყნა ტოპ10 საუკეთესო მძიმე ფორვარდების სია. რეიტინგის სათავეშია 2-ჯერ MVP-ის მფლობელი და 5-გზის ლიგის ჩემპიონი ტიმ დანკანი "სან-ანტონიოდან".

ტოპ 10 ფორვარდი:

1. ტიმ დანკანი
2. კარლ მელოუ
3. დირკ ნოვიცკი
4. ჩარლზ ბარკლი
5. კევინ გარნეტ
6. ბობ პეტტიტ
8. ელვინ ჰეის
9. პაუ გაზოლ
10. დენის როდმან

"სან-ანტონიოს" ძლიერი ფორვარდი ტიმ დანკანი რეგულარული მატჩის დროს "ბოსტონის" წინააღმდეგ დაგროვებული 7 ქულით შევიდა NBA-ს ისტორიაში მოთამაშედ, რომელმაც დააგროვა 26000 ქულა. დანკანი მე-14 მოთამაშეა, რომელმაც გადალახა 26000 ზღვარი, ამისათვის მას დასჭირდა 19 სეზონის და 1334 მატჩის ჩატარება.
მოქმედი კალათბურთელებიდან დანკანს ასწრებს დირკ ნოვიცკი 28146 ქულით და კობი ბრაიანტი 32519 ქულით.

39 წლის სან-ანტონიოს ფორვარდმა, ტიმ დანკანმა, ხუთშაბათს დაადასტურა, რომ არ წყვეტს საკალათბურთო კარიერას და თავის მე-19 სეზონს გაატარებს "სპერსის" შემადგენლობაში.

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree