ზაზა ფაჩულიას და კავაი ლეონარდის ინციდენტის შემდეგ, "სპერსის" მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა, გააკეთა განცხადება, რომელშიც ფაჩულიას ბინძური თამაშის მონაწილე უწოდა.

 

ამ განცხადებას გამოეხმაურა "უორიორზის" ცენტრი ზაზა ფაჩულია: " მე დიდ პატივს ვცემ მწვრთნელ პოპოვიჩს და სრულიად "სპერს". არ მაღელვებს ეს კრიტიკა, ვაკეთებდი იმას, რაც უნდა გამეკეთებინა. ვთვლი, რომ ყველაფერი სწორედ გავაკეთე. არც კი გამიგია როგორ დაეცა ლეონარდი ჩემ ფეხზე სანამ არ მოვტრიალდი, ამ დროს ის კი უკვე პარკეტზე იწვა. გულწრფელად განვიცდი, ძალიან მინდა, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ.... პატივს ვცემ კავაის, ის ერთ-ერთი საუკეთესოა და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ".

ინციდენტის ვიდეო

"ახლა ძალიან მტკივა,. ბოლო ეპიზოდამდე ცოტახნით ადრე გადამიბრუნდა კოჭი, ახლა ძნელია წინასწარ რამის თქმა, მაგრამ იმ მომენტში მართლა არ შემეძლო მოედანზე დაბრუნება. განწყობასთან პრობლემები არ მაქვს, არ ვკარგავ შემართებას. ახლა მთავარია აღვდგე, მჯერა ჩემი პარტნიორების, ვნახოთ რა მოხდება მეორე მატჩში" - აცხადებს კავაი.

"გოლდენ სთეიტის" მთავარი მწვრთნელის განცხადებით, გუნდის შემადგენლობის შეცვლის შემდეგ მას ძალიან ადარდებს დაცვის მხარე.

"რაც დანამდვილებით შეიცვლება - ეს არის დაცვა, ჩვენ გვყავდა ნამდვილად შეუდარებელი დაცვა ბოგუტას და ეზელის სახით, მაგრამ ეს ორივე მოთამაშე წავიდა გუნდიდან. ზაზა ძალიან კარგად თამაშობს დაცვას, მაგრამ ის უფრო პოზიციურ დაცვას თამაშობს და ნაკლებად ასრულებს "ბლოკ-შოტებს.
ასე რომ, ჩვენ ცვლილებები გვექნება ტაქტიკაში, სირთულეები გველის დაცვაში, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს სწორედ" - აცხადებს სტივ კერრი.

ზაზა ფაჩულიამ და "გოლდნტ სტეიტმა" შეათანხმეს 1-წლიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ზაზა ფაჩულია მიიღებს 2,9$ მლნ - აცხადებს Yahoo Sports.

2015/16 სეზონში ზაზა ფაჩულია თამაშობდა "დალასში", სადაც საშუალოდ აგროვბდა 8,6 ქულა, 9,4 მოხსნა და 1,7 გადაცემა 26 წუთში.

NBA რეგულარული ჩემპინატისას, ზაზა ფაჩულიამ დააგროვა კოლექცია 16 ქულით და 12 მოხსნით "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ, ამით "დალასის" ცენტრმა გააფორმა თავისი 21-ე დაბლი მიმდინარე სეზონში.

31 წლის ზაზა ფაჩულიამ შეძლო პირადი რეკორდის გამეორება პროფესიონალურ კარიერაში - 21 დაბლი სეზონში, იგივე შედეგი მას ჰქონდა 2005/06 სეზონში, როდესაც თამაშობდა "ატლანტას" შემადგენლობაში.

"დალასის" ცენტრმა - ზაზა ფაჩულიამ, ვერ შეძლო რეგულარულ მატჩში "ჰიუსტონის" წინააღმდეგ მონაწილეობის მიღება ფეხის ტრავმის გამო. ტრავმა სერიოზული არ არის და მისი დაბრუნება ახლო მომავალშია მოსალოდნელი.

მიმდინარე სეზონის 43 მატჩში ფაჩულია საშუალოდ აგროვებს 10,4 ქულას, 10,9 მოხსნას და ატარებს მოედანზე 29,2 წუთს.

ზაზა ფაჩულიას ნაცვლად სასტარტო ხუთეულში თამაშობს ტუნისელი სალახ მეჟრი.

Page 1 of 3

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree