ლებრონ ჯეიმსმა გააკეთა კომენტარი "ჩიკაგო ბულსთან" თამაშის შესახებ, "კლივლენდმა" მოუგო "ჩიკაგოს" ანგარიშით 106:95. შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველ ორ შეხვედრას "ჩიკაგოსთან" "კლივლენდმა" ვერ გაუძლო და დამარცხდა.

ჯეიმსმა დააგროვა 25 ქულა, 9 მოხსნა და 9 გადაცემა.

"პირველ ორ მატჩში ჩვენ ვერ ვერაფერი მოვუხერხეთ "ჩიკაგოს" ენერგიას და აგრესიას და ორივეჯერ წავაგეთ. ბოლო მატჩზე კი ღირსეული პასუხი გავეცით მოწინააღმდეგე გუნდს" - აცხადებს ლებრონ ჯეიმსი.


"გოლდენ სთეიტმა" წააგო "დენვერ ნაგეტსთან" ანგარიშით 110:112, ამით მიმდინარე სეზონის მოგებების და წაგებების თანაფარდომა მიივანა 36 - 3-მდე.
ზუსტად იგივე მაჩვენებელი 1995/96 წლებში ჰქონდა "ჩიკაგო ბულს", გუნდმა 82 მატჩიდან მოიგო 72 და გახდა ჩემპიონი.

გარდა ამისა, 36 მოგება 39 მატჩიდან ჰქონდა "ფილადელფია სნიკერს" 1966/67 სეზონში და "ლოს-ანჯელეს ლეიკერს" 1971/72 სეზონში. შემდგომში ორივე გუნდი გახდა ჩემპიონი.

პორტლენდის ძლევით ანგარიშით 93-88, ბულსის კალათბურთელებმა შეაჩერეს წაგებების სერია პორტლენდში, რომელიც 2007 წლიდან გრძელდებოდა.

მნიშვნელოვანი მოვლენა ამ მატჩში დერიკ როუზის დაბრუნება იყო, რომელმაც რამოდენიმე მატჩი გამოტოვა კოჭის ტრავმის გამო. 35 წუთში მან 17 ქულა 4 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

სამ სასტარო მეოთხედში NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის დროს "შარლოტ ჰორნეტსთან" "ჩიკაგოს" კალათბურთელებმა საშუალება მისცეს მოწინააღმდეგეს დაეგროვათ 100 ქულა. ასეთი რამ ჩიკაგოს ისტორიაში 1990 წლიდან არ მომხდარა. შეგახსენებთ, რომ ფრედ ჰოიბერგის მოთამაშეებმა წააგეს ანგარიშით 105:130, მატჩში სადაც "ჰორნეტსმა" განახორციელეს 51% სროლა და 60% 3-ქულიანები.

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree