"ჰიუსტონის" ცენტრი დუაით ჰოვარდი ზაფხულში აპირებს გახდეს თავისუფალი აგენტი და დაინტერესებულია "ნიუ-იორკ ნიქსში" გადასვლით - აცხადებს ESPN.
ჰოვარდი მიმდინარე სეზონში აგროვებს საშუალოდ 14,9 ქულას და 12 მოხსნას 32,7 წუთში.

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის "ნიუ-ორლეანთან" თამაშისას დუაით ჰოვარდის დაგროვილმა 7 ქულამ დაამრგვალა და მიაღწია 15 000 წულის ნიშნულს მის პროფესიონალურ კარიერაში.

დუაით ჰოვარდი ატარებს თავის მე-12 სეზონს, 2004 წელს დრაფტზე აყვანილი "ორლანდო მეჯიკის" მიერ მოთამაშე თამაშობს უკვე მესამე გუნდში - "როკეტსში".

ამ ეტაპზე დუაითი იკავებს 133-ე ადგილს ყველაზე შედეგიანი მოთამაშეების სიაში, მე-100 ადგილზე იმყოფება ანდრე მილერი, ჰოვარდს ასეულში შესასვლელად 1 190 ქულა აკლია.

"როკეტსის" ცენტრი დუაით ჰოვარდი აცხადებს, რომ არ ფიქრობს სეზონებშ შორის შუალედზე 2016 წელს, როდესაც ის გავა თავისუფალი აგენტების ბაზარზე.

 

29-წლის ჰოვარდის თქმით, რომელმაც ტრავმის გამო წინა სეზონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ 41 თამაშში, ის არ აპირებს კარიერის დასრულებაზე ლაპარაკს.

 

"არ არის საჭირო მომავლით ცხოვრება. მთავარია, რასაც აქვს მნიშვნელობა, არის ის რაც ხდება ახლა. მე კონცენტრირებული ვარ თამაშზე და დიდი სურვილი მაქვს გავხადო ჩემი გუნდი NBA-ს ჩემპიონი" - აცხადებს ჰოვარდი.

 

ახლა ყველა ისე იქცევა თითქოს მე ვაპირებ კარიერის დასრულებას. ყველაფერი წესრიგში მაქვს, მიუხედავათ იმისა, რომ უკვე 12 სეზონი მაქვს ჩატარებული და ვარ 29 წლის. მე მზად ვარ გავატარო კიდევ 10 კარგი სეზონი.

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree