მთავარი მწვრთნელი: დევიდ ბლატი
ახალი კონტრაქტები: რიჩარდს ჯეფერსონი, ალექსანდრე კაუნი, ჯარედ კანინგემი, მო უილიამსი
დაკარგვები: შონ მერიონი, მაიქ მილლერი, კენდრიკ პერკინსი

რა შეიცვალა: "კლივლენდმა" შეინარჩუნა გუნდში თითქმის ყველა მთავარი შემსრულებელი, ამისთვის გახდა საჭირო ბიუჯეტის გაზრდა $ 60 მლნ. უმნიშვნელო ცვლილებები განხორციელდა რეზერვისტების ჯგუფში, შონ მერიონმა, რომელმაც დაასრულა კარიერა, შეცვალა რიჩარდ ჯეფერსონმა, კენდრიკ პერკინსმა კი შეცვალა რუსი ალექსანდრე კაუნმა. აუცილებლად მიიღებს თამაშის უფლებას ოფიციალურ შეხვედრებში ჯარედ კანინგემი, რომელსაც აქვს არაგარანტირებული კონტრაქტი. წინასეზონურ თამაშებზე ჯარედმა საკმაოდ კარგად გამოიჩინა თავი.

მთავარი ამოცანა: მწვრთნელი მთავარი მიზანი იქნება გახადოს გუნდი ნაკლებად დამოკიდებული ირვინგ-ჯეიმსის დუეტზე. მაგრამ როდესაც გყავს გუნდში უკანასკნელი ათწლეულის საუკეთესო მოთამაშე ამის გაკეთება საკმაოდ რთულია.

რა იქნება: თამაშის ტემპებს "კლივლენდი" მოუმატებს საუტრნირო დისტანციის მიმდინარეობისას, როდესაც გუნდში დაბრუნდებიან ტრავმირებული ირვინგი, შამპერტი და ლავი. წინასეზონური მომზადება გუნდისთვის აღმოჩნდა საკმაოდ ცუდი, მაგრამ ჯეიმსის არსებობა და დიდი საკადრო შემადგენლობა ამ პრობლემასაც მოაგვარებს. ექპერტების უმრავლესობა თვლის, რომ 2015/16 ჩემპიონატის ფავორიტი არის "კლივლენდი".

 

გოლდენ სთეიტი - ნიუ ორლეანი - 111:95 (39:35, 20:14, 35:26, 17:20)
როგორი იქნება "გოლდენ სთეიტი", სანამ სტივ კერრი გაივლის პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას? - ამ კითხვაზე პასუხი გაგვცეს მომქემდმა ჩემპიონებმა პირველ მატჩში, რომელშიც მოახდინეს ენტონი დევისის და მისი "კომპანიის" განადგურება.

სტეფმა (სტივენ კარი) ჯერ კიდევ პირველ მეოთხედში შეახსენა ყველას თუ ვინ არის მოქმედი MVP, ამ მატჩში სტეფმა გუნდს მოუტანა 40 ქულა.

ჩიკაგო ბულსი - კლივლენდ კავალიერსი - 97:95 (26:17, 20:23, 25:28, 26:27)
პირველი მატჩი და საკმაოდ ლამაზი თამაში:
ჩიკაგოს ყველაზე შედეგიანი მოთამაშე აღმოჩნდა ნიკოლა მიროტიჩი, რომელმაც დაიკავა ჟოაკიმა ნოას ადგილი საწყის ხუთეულში. 19 ქულით იგი გუნდში საუკეთესოა, სამი 3-ქულიანი ოთხიდან...

დერიქ როუზის საუკეთესო მომენტები

დევიდ ბლატის მოთამაშეები ინარჩუნებდნენ ინტრიგას თამაშის ბოლო წამებამდე, მაგრამ სეზონის მთავარ ფავორიტს არ ეყო შემადგენლობა. ტრავმირებული კაირი ირვინგი და იმან შამპერტომი შეცვლილები იყვნენ მო უილიამსით და ჯეი არით საწყის ხუთეულში. გუნდს არ უშველა არც ლებრონ ჯეიმსის ბრწყინვალე თამაშმა, რომელმაც დააგროვა 25 ქულა, 10 მოხსნა და 5 შედეგიან გადაცემა. მას ჰქონდა საშუალება გადაეყვანა თამაში ოვერთაიმში, მაგრამ პაუ გაზოლმა არ მისცა ამის საშუალება:

"კავალიერსის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი აცხადებს, რომ მზად არის ახალი სეზონისთვის.

ჯეიმსა გადაიტანა ინიექცია ზურგში, და ამის გამო გააცდინა სავარჯიშო თამაშების ბოლოს ორი კვირა.

"თავს კარგად ვგრძნობ და მზად ვარ თამაშისთვის, სამშაბათს მნახავთ მოედანზე. მქონდა თუ არა კითხვები "ჩიკაგოსთან" ვითამაშებდი თუ არა? არა!" - აცხადებს ლებრონ ჯეიმსი.

"კავალიერსის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ემზადება ახალი სეზონისთვის და მისი მიზანია გახდეს გამარჯვებული.

 

"კლივლენდში" დაბრუნების შემდეგ ლებრონ ჯეიმსი საუბრობდა იმაზე, რომ ახალგაზრდა გუნდს სათანადო გამოცდილების გარეშე გაუჭირდება პლეი ოფში გასვლა და ამისათვის საჭიროა დრო და მოთმინება.

 

თუმცა მისი ახალი ინტერვიუდან გამომდინარე ნათელია, რომ ჯეიმს მოთმინება აღარ სურს.

"ჩვენ გვაქვს ნიჭი, რაღაცას უკვე მივაღწიეთ წინა სეზონში, მაგრამ ახლა უკვე ეს არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ ბევრი უნდა ვიშრომოთ, ვიყოთ ჭკვიანები და დავრჩეთ ერთ გუნდათ" - აცხადებს 30 წლის ლებრონ ჯეიმსი.

Page 4 of 5

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree