"გოლდენ სთეიტის" ფორვარდმა დრეიმონდ გრინმა გააფორმა მეცხე ტრიპლ-დაბლი მიმდინარე სეზონში. "ნიუ-იორკთან" თამაშისას მან დააგროვა 20 ქულა, 10 მოხსნა და 10 გადაცემა.

დრეიმონდი არის მიმდინარე სეზონის ლიდერი ტრიპლ-დაბლის რაოდენობით, მან აგრეთვე გაიმეორე ტომ გოლის კლუბის რეკორდი (1959/60) ტრიპლ-დაბლების რაოდენობით.

"გოლდენ სთეიტისთვის" გამარჯვება "ფილადელფია სიქსერზე" გახდა რიგით 43-ე მიმდინარე სეზონში, და ამ დროს გუნდს აქვს მხოლოდ 4 წაგება. აქედან გამომდინარე გუნდმა გაიმეორა NBA-ს რეკორდი, 47 ჩატარებული მატჩიდან მხოლოდ 4 მარცხი.

პირველად ასეთ შედეგს მიაღწია "ფილადელფიამ" 1966/67 სეზონში. მაშინ გუნდმა დაასრულა რეგულარული ჩემპიონატი 68 მოგებით და 13 მარცხით, შემდეგ კი ლიგის ჩემპიონები გახდნენ.

"დეტროიტ პისტონის" წინააღმდეგ თამაშისას, ლებრონ ჯეიმსმა დააგროვა 20 ქულა, ამით მან დაიკავა მე-17 ადგილი NBA-ს კალათბურთელების სიაშია, რომლებმაც პროფესიონალურ კარიერის განმავლობაში აგროვებენ რეკორდულ ქულებს, ჯეიმსის რეკორდი 26 000 ქულას შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ჯეიმსმა ამ რეკორდს მიაღწია ბევრად ადრე ვიდრე სხვა მოთამაშეებმა. აქამდე ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელმაც მიაღწია ამ შედეგს იყო კობი ბრაინტი 32 წლის ასაკში, ხოლო ლებრონ ჯეიმსი 31 წლის არის.

NBA რეგულარული ჩემპინატისას, ზაზა ფაჩულიამ დააგროვა კოლექცია 16 ქულით და 12 მოხსნით "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ, ამით "დალასის" ცენტრმა გააფორმა თავისი 21-ე დაბლი მიმდინარე სეზონში.

31 წლის ზაზა ფაჩულიამ შეძლო პირადი რეკორდის გამეორება პროფესიონალურ კარიერაში - 21 დაბლი სეზონში, იგივე შედეგი მას ჰქონდა 2005/06 სეზონში, როდესაც თამაშობდა "ატლანტას" შემადგენლობაში.

დღეს გახდა ცნობილი თუ ვინ იქნება NBA ALLSTAR 2016-ზე სათადარიგო სკამზე:

დასავლეთის ნაკრები:
პოლ მილსეპ (ატლანტა), კრის ბოში (მაიამი), ჯიმი ბატლერი (ჩიკაგო), ჯონ უოლი (ვაშინგტონი), აიზეია ტომასი (ბოსტონი), ანდრე დრამონდი (დეტროიტი), დემარ დეროზანი (ტორონტო).

აღმოსავლეთის ნაკრები:
დრეიმონდ გრინი, კლეი ტომპსონი (გოლდენ სთეიტი), ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი), კრის პოლი (კლიპერსი), დემარკუს კაზინს (საკრამენტო), ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი), ლამარკუს ოლდრიჯდ (სან-ანტონიო).

Page 3 of 19

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree