"დალასის" ცენტრმა - ზაზა ფაჩულიამ, ვერ შეძლო რეგულარულ მატჩში "ჰიუსტონის" წინააღმდეგ მონაწილეობის მიღება ფეხის ტრავმის გამო. ტრავმა სერიოზული არ არის და მისი დაბრუნება ახლო მომავალშია მოსალოდნელი.

მიმდინარე სეზონის 43 მატჩში ფაჩულია საშუალოდ აგროვებს 10,4 ქულას, 10,9 მოხსნას და ატარებს მოედანზე 29,2 წუთს.

ზაზა ფაჩულიას ნაცვლად სასტარტო ხუთეულში თამაშობს ტუნისელი სალახ მეჟრი.

"დალას მავერიკის" ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ იომორით დააკომენტარა ყველა ვარსკვლავის მატჩის შედეგები, რომლის მიხედვითაც მისმა პარტნიორმა - ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ დაიკავა მოთხე ადგილი დასავლეთ კონფერენციაში.

"ალბათ, ფაჩულიას ხმას აძლევდა ყველა ადამიანი საქართველოდან, რომელსაც ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან" - აცხადებს ნოვიცკი.

ფაჩულიამ დააგროვა 768 112 ხმა, ხოლო ნოვიცკიმ 173 ათასი.

დღეს გახდა ცნობილი NBA ALLSTAR 2016-ის შედეგები და შესაბამისად სასტარტო ხუთეულები.
დასავლეთის კონფერენცია: კობი ბრაინტი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, სტეფენ კარი, რასელ უესტბრუკი.

აღმოსავლეთის კონფერენცია: ლებრონ ჯეიმსი, კარმელო ენტონი, პოლ ჯორჯი, კაილ ლოური, დუეინ უეიდი.

სამწუხაროდ ზაზა ფაჩულია ვერ მოხვდა ყვლა ვარსკვლავის მატჩზე, გთავაზობთ მის განცხადებას:
"ძალიან დიდი მადლობა ყველას განურჩევლად, ასეთი დაფასებისთვის და თანადგომისთვის, ეს დღეები ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება ჩემს ცხოვრებაში.
”ყველა ვარსკვლავის” თამაშზე მოხვედრაზე უფრო მეტი, თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა.
ძალა ერთობაში".

მას შემდეგ რაც გამოქვეყნდა საუკეთესო მსუბუქი ფორვარდების სია, ESPN არხმა გამოაქვეყნა ტოპ10 საუკეთესო მძიმე ფორვარდების სია. რეიტინგის სათავეშია 2-ჯერ MVP-ის მფლობელი და 5-გზის ლიგის ჩემპიონი ტიმ დანკანი "სან-ანტონიოდან".

ტოპ 10 ფორვარდი:

1. ტიმ დანკანი
2. კარლ მელოუ
3. დირკ ნოვიცკი
4. ჩარლზ ბარკლი
5. კევინ გარნეტ
6. ბობ პეტტიტ
8. ელვინ ჰეის
9. პაუ გაზოლ
10. დენის როდმან

"მაიამის" ცენტრმა ჰასან უაითსაიდმა "დენვერთან" მატჩისას გააკეთა ტრიპლ-დაბლი. უაითსაიდის ანგარიშზე 19 ქულა, 17 მოხსნა და 11 ბლოკ-შოტია. ეს ტრიპლ-დაბლი გახდა რიგით მესამე მოთამაშის კარიერაში.
"როდესაც თამაშზე მივდიოდთი, მე ვუთხარი მწვრთნელს, რომ ჩემი მუხლი საუკეთესო მდგომარეობაშია ტრავმის მიღების შემდეგ და ვთხოვე არ შევეზღუდებინე დროში. მე ისევ გავხდი ის ატლეტური ჰასანი, რომელსაც თქვენ ადრე ხედავდით" - აცხადებს მოთამაშე.

ESPN-არხის ექსპერტებმა გამოკითხვის შედეგად აირჩიეს ტოპ-100 ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე. ჟურნალისტებმა საყრდენად აირჩის ამ მოთამაშეების კარიერის პიკის მომენტი, რომლის დროსაც საუკეთესოდ ატარებდნენ თამაშებს. ტოპ-100 გამოქვეყნდება მომავალ კვირაში, და ეხლა ESPN-მა გამოაქვეყნა ტოპ-10 მოთამაშე პოზიციებით.

წარმოგიდგენთ ტოპ-10 მსუბუქი ფორვარდების სიას. რეიტინგის თავშია 4 MVP-ის მფლობელი ლებრონ ჯეიმსი "კლივლენდიდან".

 

1.ლებრონ ჯეიმსი
2.ლერი ბიორდი
3.ჯულიუს ირვინგი
4.კევინ დურანტი
5.ელჯინ ბეილორი
6.სკოტი პიპენი
7.ჯონ ხავლიჩეკი
8.რიკ ბერი
9.ჯეიმს უორტი
10.დომინიკ ვილკინსი

Page 4 of 19

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree