გამოქვეყნდა NBA ALLSTAR-ის შუალედური შედეგები, სადაც ზაზა ფაჩულიამ დააგროვა 299,584 ხმა, დასავლეთ კონფერენციაში ზაზა იკავებს ისევ მე-8 ადგილს. გამოკითხვაში ლიდერობს კობი ბრაინტი 1,533,432 ხმით, მეორე ადგილზე კევინ დურანტი 774,782 ხმით, მესამე ადგილზეა დრეიმონდ გრინი 499,947 ხმით.
შეგახსენებთ, რომ NBA ALLSTAR-ში სასტარტო ხუთეულში მოსახვედრად ზაზამ უნდა დააგროვოს 500 000 ხმაზე მეტი, გამოკითხვის დასრულებამდე დარჩა მხოლოდ 4 დღე.


"გოლდენ სთეიტმა" წააგო "დენვერ ნაგეტსთან" ანგარიშით 110:112, ამით მიმდინარე სეზონის მოგებების და წაგებების თანაფარდომა მიივანა 36 - 3-მდე.
ზუსტად იგივე მაჩვენებელი 1995/96 წლებში ჰქონდა "ჩიკაგო ბულს", გუნდმა 82 მატჩიდან მოიგო 72 და გახდა ჩემპიონი.

გარდა ამისა, 36 მოგება 39 მატჩიდან ჰქონდა "ფილადელფია სნიკერს" 1966/67 სეზონში და "ლოს-ანჯელეს ლეიკერს" 1971/72 სეზონში. შემდგომში ორივე გუნდი გახდა ჩემპიონი.

31 წლის ლებრონ ჯეიმსი აგრძელებს NBA-ს ქრონიკის გადაწერას. როდესაც რეკორდსმენი დაასრულებს კარიერას, ის შეიძლება გახდეს ყველაზე გამოჩენილი მიღწევების მფლობელი ლიგაში. მაგალითისთვის, მას თეორიული შანსი აქვს გაასწროს კარიმ აბდულ-ჯაბარის დაგროვილ ქულებს და MVP ტიტულების რაოდენობას. მაგრამ, აქამდე მიღწეული შედეგები უკვე ჩაწერილია NBA-ს ისტორიაში.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯეიმსი აგროვებს რეკორდებს ჩაგდებული ბურთების რაოდენობით ასაკთან მიმართებაში. მხოლოდ 19 წლის ასაკში მან დააგროვა თავისი პირველი 1000 ქულა. უკვე ორი წლის შემდეგ მის ანგარიშზე 5000 ქულაა, და კიდევ ორი წლის შემდეგ რიცხვი აღწევს 10 000 ქულას. მხოლოდ 329 კალათბურთელმა შეძლო 10 000 ქულის დაგროვება კარიერის განმავლობაში. ჯეიმსმა ეს რეკორდი დაამყარა მხოლოდ 23 წლის ასაკში. ამ ნიშნულზე ლებრონ ჯეიმსი არ გაჩერდებოდა: 15 000, 20 000 ქულა... ნოემბერში "ფილადელფისთან" თამაშის დროს ლებრონ ჯეიმსი გახდა მე-20 მოთამაშე, რომელმაც დააგროვა 25 000 ქულა. მაგრამ ყველაზე ახალგაზრდა არ ნიშნავს ყველაზე სწრაფს, ჯეიმს ამ რეკორდის მისაღწევად დასჭირდა 915 მატჩის ჩატარება, როდესაც აბდულ-ჯაბარს - 889, მაიკლ ჯორდანს - 782, ჩემბერლენს კი მხოლოდ 691 მატჩი.

შემდეგი რეკორდი ეკუთვნის კობი ბრიანტს, 34 წლის ასაკში მის ანგარიშზე იყო 30 000 ქულა, ლებრობს ყველანაირი შანსი აქვს ამ რეკორდის მოხსნის და გაუმჯობესობის.

მიმდინარე სეზონში ჯეიმსი აგროვებს 25,7 ქულას, აკეთებს 7,4 მოხსნას, აკეთებს 6,0 გადაცემას და ახორციელებს 1,4 მოხსნას მატჩში. ეს უკვე მეთორმეტე სეზონია ფორვარდის კარიერაში, როდესაც ის თამაშობს "25+6+6+1". მხოლოდ მის სადებიუტო ჩემპიონატში ვერ შეძლო მან ასეთი შედეგის მიღწევა.

შეძლებს თუ არა რომელიმე მოქმედი მოთამაშიდან ამ სტატისტიკის დამყარებას? მიმდინარე ჩემპინატში "25+6+6+1" თამაშს მეორე წელია თამაშობს უესტბრუქი. მაგრამ იგივე რეკორდის მისაღწევად, რაც ჯეიმს გააჩნია, მას დასჭირდება იგივე ტემპით თამაში 36 წლამდე.

Page 5 of 19

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree