"კლივლენდის' ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა, ორშაბათს "ფინიკსთან" (101:97) თამაშისას გაასწრო ალექს ინგლიშის შედეგს და აიწია რეიტინგის მე-17 ადგილზე.

ჯეიმსმა დააგროვა 14 ქულა თამაშზე და მიიყვანა საერთო მაჩვენებელი 25 623 ქულამდე, ინგლიშის ანგარიშზე კი 25 613 ქულაა.
შემდეგი სიაში კევნ გარნეტია, რომლის ანგარიშზეც 26 039 ქულაა.

"კლიპერსის" ფორვარდი ბლეიკ გრიფინი გააცდენს მინიმუმ 2 კვირას ტრავმის გამო. გრიფინმა მიიღო ტრავმა საშობაო მატჩის დროს "ლეიკერსის" წინააღმდეგ პირველ მეოთხედში, მაგრამ მატჩი ბოლომდე დაასრულა.
ამ სეზონში გრფინი აკეთებს საშუალოდ 23,2 ქულას 8,7 მოხსნას და 5,0 გადაცემას.

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის "ნიუ-ორლეანთან" თამაშისას დუაით ჰოვარდის დაგროვილმა 7 ქულამ დაამრგვალა და მიაღწია 15 000 წულის ნიშნულს მის პროფესიონალურ კარიერაში.

დუაით ჰოვარდი ატარებს თავის მე-12 სეზონს, 2004 წელს დრაფტზე აყვანილი "ორლანდო მეჯიკის" მიერ მოთამაშე თამაშობს უკვე მესამე გუნდში - "როკეტსში".

ამ ეტაპზე დუაითი იკავებს 133-ე ადგილს ყველაზე შედეგიანი მოთამაშეების სიაში, მე-100 ადგილზე იმყოფება ანდრე მილერი, ჰოვარდს ასეულში შესასვლელად 1 190 ქულა აკლია.

\\\"გოლდენ სთეიტის\\\" ვარსკვლავს დიდად არ აწუხებს ის საკითხი, რომ მისი ხელფასი ვერ შეედრება მაქსიმუმს. \\\"როდესაც, 2012 წელს, ხელს ვაწერდი 4-წლიან კონტრაქტს $44მლნ, შემეძლო მეთქვა, რომ ერთ წელიწადში გავხდები თავისუფალი აგენტი და მივიღებ ბევრად მეტს. მაგრამ მე საკმაოდ მაკმაყოფილებს ჩემი კონტრაქტი, დარწმუნებული ვარ, რომ მივიღე სწორი გადაწყვეტილება და არასდროს არ მინანია ამის გამო\\\" - აცხადებს სტივ კარი.

"უორიორზის" ფორვარდმა დრეიმონდ გრინმა დაამყარა ახალი რეკორდი "სელტიკსთან" თამაშის დროს.
გრინმა მოიპოვა 24 ქულა, 8 პასი, 5 ბლოკ-შოტი და 5 მოხსნა, ამით მან გააფორმა ახალი რეკორდი 5X5 (five by five). ფროვარდი გახდა მესამე მოთამაშე, რომელსაც აქვს ასეთი რეკორდი და მსგავსი სტატისტიკა.

Page 6 of 19

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree