"უორიორზის" გამთამაშებელი სტეფენ კარი აცხადებს, რომ მას სურს "ჩიკაგოს" 1995/96 (წლებში 72 თამაშის მოგება) რეკორდის მოხსნა, მაგრამ ამ დროს აუცილებელია ოპტიმალურ მდგომარეობაში გუნდის პლეი ოფამდე მიყვანა.


"73 მოგება რეგულარულ ჩემპიონატში? კი, მაგრამ ამის გაკეთება საჭიროა სწორად. ჩვენს გვსურს პროგრესირება და აპრილში საუკეთესო ფორმასი უნდა ვიყოთ. თუ არ მოვიგებთ ჩემპიონატს, რა საჭიროა მაშინ 73 გამარჯვება?" - აცხადებს კარი.

USA Today-ის ინფორმაციით სპორტული საქონლის მწარმოებლის ყველაზე დიდი კონტრაქტია ისტორიაშია, Nike გადაუხდის "კლივლენდ კავალიერსის" მოთამაშეს, ლებრონ ჯეიმს, $30 მლნ ყოველწლიურად ცხოვრების ბოლომდე.
კომპანიის არსებობის 44-წლის მანძილზე ეს არის ყველაზე დიდი კონტრაქტი სპორტსმენთან.

    NBA სეზონის დაწყებამდე ბევრმა გულშემატკევარმა დარწმუნებით გაანადგურა "დალასის" ნებისმიერი პერსპექტივა პლეი ოფში გასასვლელად. საკმაოდ ნეგატიური განაცხადები ისმოდა ამ გუნდის მიმართ და პროგნოზები მე-15 ადგილს უტოლდებოდა დასავლეთ კონფერენციაში. ყველას ახსოვს რა ამბები ხდებოდა ზაფხულში და როგორ გაუჭირდა გუნდს ცენტრის მოძებნა, რადგანაც დეანდე ჯორდანმა გადაწყვიტა "კლიპერსში დარჩენა". დონი ნელსონს არ ჰქონდა დიდი არჩევანი და გადაწყვიტა "მილუოკიდან" წამოეყვანა ზაზა ფაჩულია.

    ამ გუნდში მოხვედრამდე ზაზამ ლიგაში გაატარა 12 სეზონი, იგი თამაშობდა "ორლანდოში", "ატლანტაში" და "მილუოკიში". თუ გადავხედავთ ზაზას კარიერის საშუალო მაჩვენებლებს ვნახავთ, რომ შედეგიანობა საშუალოდ აკეთებდა 12,2 ქულას, 7,9 მოხსნას. ზაზა არასდროს არ ხვდებოდა დღის ტოპ  ათეულში, და აქვს საკმაოდ ცუდი მომენტებიც ჯიმი ბატლერთან (ვიდეო), ბლიკ გრიფინთან (ვიდეო) და ვესტ მოსნტერთან (ვიდეო).


    წინა სეზონში ზაზამ ითამაშა "ბაქსის" შემადგენლობაში ისეთ მოთამაშეებთან, როგორებიც არიან: ჯაბარი პარკერი, იანის ადეტოკუმბო და ბრენდონ ნაითი. რადგანაც გუნდის სტრატეგია იყო ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარება, ამის გამო ზაზა იყო მხოლოდ მე-10 სიაში, მიუხედავათ იმისა, რომ ითამაშა 73 მატჩში, აქედან 45 სასტარტო ხუთეულში. ამასთანავე, ზაზა შედიოდა "მილუოკის" ყველაზე ფექტურ ხუთეულში მიუხედავათ იმისა, რომ ატარებდა მოედანზე ყველაზე ნაკლებ დროს ამ ხუთეულიდან.

 

 

"მილუოკიში" არავინ არ აპირებდა ზაზას როლის შეცვლას. გუნდისთვის ჰორიზონტზე გამოჩნდა გრეგ მონროს პერსპექტივა და კლუბის ხელმძღვანელობამ ადვილად გააგზავნა ზაზა "დალასში".
  ამჟამად ზაზა არის "დალასის" ერთ-ერთი ლიდერი, იგი დაჟინებით ბრძოლობს პლეი ოფში მოსახვდრად და დომინირებს, რა თქმა უნდა თავის წინა შედეგების ფონზე და არა სრულ ლიგაში. თუმცა 21 მატჩის ჩატარების შემდეგ ზაზა მეორე ადგილზეა დაბლების მაჩვენებლით(12), წინა სეზონში ზაზამ დააგროვა მხოლოდ 15 დაბლი მთელი სეზონის განმავლობაში.
  "დალასი" არის ყველაზე დაბალნსირებული გუნდი ლიგაში. ყოველ თამაშზე შესაძლებელია იხილო ბრწყინვალე თამაში ნებისმიერი მოთამაშისაგან. კარპაილმა იპოვა საჭირო მეთოდები და გამოიყნა ზაზას შესაძლობები როგორც ახალი იარაღი. ზაზა ყველაფერს აკეთბებს ფარქვეშ და მაქსიმალურად იცავს გუნდს, ამით იგი ხმარება დირკ ნოვიცკის და მას ეძლევა უფრო მეტი საშუალება სხვადასხვა მანევრების ჩასატარებლად.



 ზაზას ხარვეზის არის ოპტიმიზმის ნაკლებობა, რომელიც აისახება მოწინააღმდეგის ნასროლი ბურთების ბლოკირებას შესაძლებლობაზე. ზაზა ცდილობს მოუტანოს სარგებელი გუნდს სხვა გზებით, იგი ცხდილობს მოთამაშეების პროვოცირებას ფოლის ასაღებად, კარგად თამაშობს დაცვას.
 ზაზა ფაჩულიას აქვს ყველა შანსი გახდეს "ყველაზე პროგრესიული მოთამაშე", ხოლო "დალასი" გახდეს ყველაზე გასაოცარი გუნდი. ზაზას თამაშის ყურება საკმაოდ საინტერესოა ამ სეზონში, წარმატებები ზაზას!

კვირას "უორიორზმა" გასვლით თამაშზე მოუგო "ბრუკლინს" ანგარიშით 114:98, ამით გუნდმა გააგრძელა სტარტიდან დაწყებული მოგებების რეკორდული სერია, მათი რეკორდი უკვე 22 მოგებას შეადგენს, რაც ლიგისთვის რეკორდულია. სამშაბათს მოქმედი ჩემპიონი შეხვდება "ინდიანას".

"კლივლენდის" ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსა გააკეთა კომენტარი თავის ფენომენალურ შედეგზე მეოთხე მეოთხედში მატჩში "ნიუ-ორლეანის" წინააღმდეგ.

"23 ქულა ერთ პერიოდში? რა უნდა მექნა? მე მინდოდა ჩემი გუნდის გამარჯვება, ვიყავი აგრესიული და შევეცადე გამეკეთებინა წინ გავარდნა. და თუ ეს არ გამომივიდოდა ვიტყოდი, რომ ვეცადე მაინც" - აცხადებს ლებრონ ჯეიმსი.

მატჩის ბოლო 6 წუთში "კლივლენდმა" შეძლო -13 ქულიანი გარღვევის მოგება, მაგრამ ოვერტაიმში "ნიუ-ორლეანმა" გაიმარჯვა 114:108.

 

ვიდეოში გთავაზობთ ლებრონ ჯეიმსის თამაშის საუკეთესო მომენტებს:

Page 7 of 19

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree