"გოლდენ სთეიტის" გამთამაშებელი სტეფენ კერი და "ინდიანას" ფორვარდი პოლ ჯორჯი აღმოსავლეთ და დასვლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

სტეფ კერიმ დაეხმარა თავის გუნდს რეკორდული შედეგის მიღწევაში - 20 მოგება სეზონის სტარტიდან, საშუალოდ სტეფი აგროვებს 31,6 ქულას და ჩაგდებული აქვს 94 3-ქულიანი, ეს მაჩვენებელი 42-ით მეტია ვიდრე სხვა ნებისმიერი მოთამაშის სტატისტიკაა. პოლ ჯორჯის მონაცემები გასულ თვეში შეადგენენ: 27,2 ქულა, 8,1 მოხსნა, 4,4 გადაცემა.

საუკეთესო მოთამაშის წოდებაზე წარდგენილები იყვნენ: პოლ მილსეპ (ატლანტა), ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი), ანდრე დრამონდი (დეტროიტი), ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი)...

"უორიორზი" გასვლით თამაშზე მოუგო "შარლოტს" ანგარიშით 116:99, გუნდმა მოიპოვა თავისი მეოცე გამარჯვება სეზონის სტარტიდან. მოცემული სერია არის ლიგის რეკორდი.

წინა სეზონთან ერთად, "გოლდენ სთეიტის" მოგეების სერია უკვე 24 შეხვეწდრას ითვლის. რეკორდული სერია იყო წარმოდგენილი "ლეიკერსის" მიერ 1971/72 წლებში - 33 მოგება.

შაბათს მოქმედი ჩემპიონი გასვლით თამაშს ჩაატარებს "ტორონტოს" წინააღმდეგ.

დევიდ ბლატი ("კლივლენდი") და ლუკ უოლტონი ("გოლდენ სთეიტი") დასახელდნენ აღმოსავლეთ და დასვლეთ კონფერენციების საუკეთესო მწვრთნელებად.

ბლატმა მიიყვანა "კლივლენდი" საუკეთესო შედეგამდე დასავლეთში - 13 მოგება და 4 მარცხი. "ჩიკაგოსთან" მარცხის შემდეგ ბლატის გუნდმა გაიმარჯვა 8-ჯერ, აგრეთვე გუნდი ატარებს წაუგებელ სერიას საკუთარ არენაში 9-0.
უოლტონი, რომელიც დროებით არის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, ადგენს ახალ რეკორდებს, გუნდმა ჩაატარა საუკეთესო სტარტი NBA-ს ისტორიაში 19-0. "გოლდენ სთეიტი" ლიდერობს გუნდში ქულების მიხდვითაც (115,3), აგრეთვე საშუალო სხვაობით ანგარიშში (15,4).

"ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაინტმა სამშაბათს ჩაატარა ბოლო მატჩი მშობლიურ ქალაქ ფილადელფიაში. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებისას კობი ამთავრებს საკალათბურთო კარიერას.

"ლეიკერსმა" წააგო ანგარიშით 91:103, ბრაინტმა 32 წუთის განმავლობაში დააგროვა 20 ქულა და 5 მოხსნა.
მატჩის დასრულების შემდეგ კობი ემშვიდობებოდა მაყურებელს, ხოლო ისინი სკანდირებდნენ მის სახელს.

Dwyane Wade 30 pts

"უორიორზი" ორშაბათს გასვლით შეხვედრაში მოუგო "იუტას", სეზონის სტარტიდან "გოლდენ სთეიტი" იგებს მე-19 მატჩს, მიმდინარე სერია არის რეკორდული ლიგის ისტორიაში.

წინა სეზონის გათვალისწინებით, "უორიორზს" აქვს მოგებული 23 თამაში. რეკორდული სერია აქვს ჩატარებული "ლეიკერს" 1971/72 სეზონში - 33 თამაში.

ოთხშაბათს მოქმედი ჩემპიონი შეხვდება "შარლოტს".

Page 8 of 19

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree