37-წლის კობი ბრაიანტი აცხადებს, რომ ეს სეზონი იქნება ბოლო მის კარიერაში.
"ჩემ გულს შეუძლია დარტყმების ატანა, ჩემ გონებას შეუძლია გაუმკლავდეს ყოველდღიურ რუტინას. მაგრამ ჩემმა სხეულმა იცის, რომ დროა ვთქვა "კარგად". და ეს ნორმალურია, მე მზად ვარ დავასრულო კარიერა, მანამდე კი დავტკბე ყოველი წამით სანამ ერთად ვართ" - აცხადებს კობი.

სრული პროფესიონალური კარიერის დროს, 1996/97 სეზონიდან დაწყებული, კობი თამაშობს "ლოს-ანჯელეს ლეიკერსში". ბოლო სეზონებში მან გააცდინა ბევრი მატჩი ტრავმების გამო.

 

ლეგენდარული კალათბურთელი მეჯიკ ჯონსონი აფასებს კობი ბრაიანტის კარიერის შედეგებს.
"ბრაიანტი თამაშის დონით მიუახლოვდა მაიკლ ჯორდანს ყველაზე ახლოს. სავარაუდოთ ის შევა ისტორიაში, როგორც მეორე ყველაზე ძლიერი მცველი ლიგაში. კობის გააჩნია ძალიან დიდი სურვილი მოგებისა და საკუთარ თავზე მუშაობის გამოცდილება. ბრაინატი უძღვნიდა კალათბურთს ყოველ დღეს. მე მიხარია, რომ კობი ასრულებს თავის კარიერას ისე როგორც მას სურს" - აცხადებს მეჯიკ ჯონსონი.

 

 

ქვემოთ გთავაზობთ კობი ბრაინტის პრეს-კონფერენციას:

 

"მაიამის" ცენტრი კრის ბოში დარწმუნებულია რომ, თავის გუნდს დიდი შანსი და ძალა აქვს დაისაკუთროს მოწინავე ადგილი კონფერენციაში.

"ვფიქრობ რომ, ამ ჩემპიონატის დაწყებიდან "მაიამი" პლეი ოფს ითამაშებს ყოველს წელს, ჩვენ ვთამაშობთ ბევრად უკეთ ვიდრე ადრე. ამასთანავე ჩემი ჯანმრთელობის პრობლემა იყო წინა წლის ჩავარდნა. გუნდს სურს, რომ ხალხს ჩვენი სახელები დაამახსოვრდეთ. პირადად ჩემთვის კი  ეს არის დიდი შანსი დავტოვო ჩემი კვალი NBA-ში  ლებრონ ჯეისმის დახმარების გარეშე.

"ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" მთავარი მწვრთნელი ბაირონ სკოტი კატეგორიულად უარყოფს კობი ბრაინტის გადაყვანას სათადარიგო სკამზე.

"მე არასდროს არ გავაკეთებ ამას, ბრაიანტის გადაყვანა სათადარიგო სკამზე გამორიცხულია, თეორიულადაც კი შეყძლებელია" - აცხადებს სკოტი.

ამჟამინდეს სეზონში 37 წლის კობი ბრაინტი ატარებს ყველაზე ცუდ თამაშს თავის კარიერაში, საშუალოდ მატჩში აგროვებს 15,2 ქულას, 19,5% 3-ქულიანების და 31,1% ნასროლი ბურთების.

რეგულარული ჩემპიონატის მსვლელობის დროს, მატჩზე "ტორონტოს" წინააღმდეგ, ლებრონ ჯეიმსა დააგროვა 24 ქულა და მიიყვანა ქულების საერთო რაოდენობა 25 298-მდე. ჯეიმსა გაასწრო "ინდიანას" ყოფილი მოთამაშის რეჯი მილერის შედეგს და ავიდა მე-18 ადგილზე.
სიაში შემდეგი არის ალექს ინგლიში, რომელსაც აქვს 25 613 ქულა.

Page 9 of 19

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree