"გოლდენ სთეიტის" სტეფენ კარი ვარსკვლავი თვლის, რომ მისი თამაშის სტილი ჰგავს "ბარსელონას" ვარსკვლავის ლიონლ მესის სტილს.

   "ჩვენ ორივეს გაგვაჩნია გამომგონებლობითი სტილი, ჩვენ გაგვაჩნია შემოქმედებითი ინსტინქტი. ყოველთვის ვცდილობ გავაკეთო რამე ლამაზი, შევასრულო "ქროსოვერი", შევქმნა ლამაზი თამაში, იგივს აკეთებს მესიც თამაშისას.
    მე, მესის დიდი მოყვარული ვარ, მისი თამაშის ყურებისას ვიღებ ძალიან დიდ სიამოვნებას იმიტომ, რომ ვერასდროს ვერ გამოიცნობ თუ რას გააკეთებს ის შემდეგ მომენტში. როდესაც მესის აჩვენებენ ტვ-ში ხალხი მას თვალს ვერ აშორებს იმიტომ, რომ როდესაც ის შეეხება ბურთს აუცილებლად მოხდება რამე არაჩვეულებრივი. ასეთ ნიჭს დაფასება სჭირდება - აცხადებს სტეფენ კარი.

"უორიორზმა" სამშაბათს მოუგო "ლეიკერს" ანგარიშით 111:77. "გოლდენ სთეიტისთვის" ეს გამარჯვება გახდა რიგით მე-16, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდმა მოხსნა ყველა რეკორდი და შევიდა NBA-ს ისტორიაში.

აქამდე რეკორდული მოგებების მაჩვენებელი იყო 15 გამარჯვება, პირველას ეს რეკორდი ეკუთვნოდა "კეპიტოლს"(1948/49), შემდეგ "ჰიუსტონს"(1993/94).

პორტლენდის ძლევით ანგარიშით 93-88, ბულსის კალათბურთელებმა შეაჩერეს წაგებების სერია პორტლენდში, რომელიც 2007 წლიდან გრძელდებოდა.

მნიშვნელოვანი მოვლენა ამ მატჩში დერიკ როუზის დაბრუნება იყო, რომელმაც რამოდენიმე მატჩი გამოტოვა კოჭის ტრავმის გამო. 35 წუთში მან 17 ქულა 4 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

"გოლდენ სთეიტის" გამთამაშებელმა სტეფ კარიმ თავის ემოციები გააზიარა დიდი ტრიუმპფის შემდეგ, "ვორიორზმა" NBA-ას ახალი რეკორდი დაამყარა, სეზონის დაწყებიდან 16 მოგება და არც ერთი წაგება.

"იმ შედეგის მიღწევა, რომელიც შენამდე არ იყო მიღწეული საოცარი გრძნობაა. ჩვენ არ ვაპირებთ მოდუნებას იმიტომ, რომ 82 მატჩის მოგება გაგვიჭირდება." - განაცხადა კარიმ.

"კლივლენდის" ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა ორშაბათს გაიმეორა ლეგენდარული გამთამაშებლის, ოსკარ რობინსონის მიღწევა, და გახდა მეორე მოთამაშე, რომელიც შედის ტოპ 25-ში ქულებით და შედეგიანი გადაცემებით.

"ორლანდოსთან" მატჩში (117:103) ჯეიმსმა გასცა 13 გადაცემა, რითაც საერთო მაჩვნებელი მიიყვანა 6395 მდე.

Page 10 of 19

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree