"ჰიუსტონის" ცენტრი დუაით ჰოვარდი ზაფხულში აპირებს გახდეს თავისუფალი აგენტი და დაინტერესებულია "ნიუ-იორკ ნიქსში" გადასვლით - აცხადებს ESPN.
ჰოვარდი მიმდინარე სეზონში აგროვებს საშუალოდ 14,9 ქულას და 12 მოხსნას 32,7 წუთში.

ლბრონ ჯეიმსა განაცხადა, რომ მისი გუნდი არ იყენებს სრულ პოტენციალს.
ორშაბათს "კლივლენდმა" წააგო საშინაო თამაშში დასუსტებულ "მემფისთან".

"მე შემიძლია იმის თქმა, რომ პლეი ოფისთვის მზად არ ვართ. ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ, ჯერ კიდევ ვუშვებთ შეცდომებს მოედანზე. "მემფისთან" თამაშისას ჩვენ გვქონდა 25 დაკარგვა, რომლებმაც გამოიწვია 30 ქულა" - აცხადებს ლებრობ ჯეიმსი.

ლებრონ ჯეიმსმა გააკეთა კომენტარი "ჩიკაგო ბულსთან" თამაშის შესახებ, "კლივლენდმა" მოუგო "ჩიკაგოს" ანგარიშით 106:95. შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველ ორ შეხვედრას "ჩიკაგოსთან" "კლივლენდმა" ვერ გაუძლო და დამარცხდა.

ჯეიმსმა დააგროვა 25 ქულა, 9 მოხსნა და 9 გადაცემა.

"პირველ ორ მატჩში ჩვენ ვერ ვერაფერი მოვუხერხეთ "ჩიკაგოს" ენერგიას და აგრესიას და ორივეჯერ წავაგეთ. ბოლო მატჩზე კი ღირსეული პასუხი გავეცით მოწინააღმდეგე გუნდს" - აცხადებს ლებრონ ჯეიმსი.

"ვაშინგტონის" გამთამაშებელმა, ჯონ უოლმა მიიღო ტრავმა მუხლზე "მილუოკისთან" თამაშისას. უოლმა დაიზინია მუხლი ო'ჯეი მეიოსთან შეტაკების დროს, მაგრამ განაგრძო თამაში. მატჩის დასრულების შემდეგ ჯონმა განაცხადა, რომ ტრავმამ შეიძლება შეუშალოს ხელი ყველა ვარსკვლავის მატჩზე მონაწილეობის მიღებას.

"ლოს-ანჯელეს ლეიკრსის" ვარსკვლავი კობი ბრაინტი ახალ რეკორდს აღწევს. "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ თამაშისას კობიმ ჩააგდო ოთხი 3-ქულიანი, ამით მან მიიყვანა 3-ქულიანების რიცხვი 1 762-მდე და გავიდა NBA-ს რეინტიგის მე-13 ადგილზე.

"ფინიქსმა" მთავარი მწვრთნელი ჯეფ ჰორნასეკი გაანთავისუფლა. ჰორნასეკმა გუნდს სათავეში 2013 წელს ჩაუდგა. მიმდინარე სეზონში გუნდი მე-13 ადგილზეა დასავლეთის კონფერენციაში, 14-35 მაჩვენებლით. ბოლო 10 მატჩში გუნდმა 9-ჯერ წააგო.

Page 2 of 19

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree