"დალას მავერიკის" ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ იომორით დააკომენტარა ყველა ვარსკვლავის მატჩის შედეგები, რომლის მიხედვითაც მისმა პარტნიორმა - ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ დაიკავა მოთხე ადგილი დასავლეთ კონფერენციაში.

"ალბათ, ფაჩულიას ხმას აძლევდა ყველა ადამიანი საქართველოდან, რომელსაც ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან" - აცხადებს ნოვიცკი.

ფაჩულიამ დააგროვა 768 112 ხმა, ხოლო ნოვიცკიმ 173 ათასი.


გამოქვეყნდა NBA ALLSTAR-ის შუალედური შედეგები, სადაც ზაზა ფაჩულიამ დააგროვა 299,584 ხმა, დასავლეთ კონფერენციაში ზაზა იკავებს ისევ მე-8 ადგილს. გამოკითხვაში ლიდერობს კობი ბრაინტი 1,533,432 ხმით, მეორე ადგილზე კევინ დურანტი 774,782 ხმით, მესამე ადგილზეა დრეიმონდ გრინი 499,947 ხმით.
შეგახსენებთ, რომ NBA ALLSTAR-ში სასტარტო ხუთეულში მოსახვედრად ზაზამ უნდა დააგროვოს 500 000 ხმაზე მეტი, გამოკითხვის დასრულებამდე დარჩა მხოლოდ 4 დღე.

მას შემდეგ, რაც გუშინ ნბა-ს ყველა ვარსკვლავის შუალედური გშედეგები გამოქვეყნდა და მსოფლიომ ქართველი ცენტრის სოლიდური დაწინაურების ამბავი შეიტყო, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და "დალას მავერიკსის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა:

ზაზა ფაჩულია:“ გილოცავთ შობას! ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს! ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს როგორც არასდროს ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა. მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ! ვამაყობ რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ჰქვია“.

 

წყარო:gbf.ge

    NBA სეზონის დაწყებამდე ბევრმა გულშემატკევარმა დარწმუნებით გაანადგურა "დალასის" ნებისმიერი პერსპექტივა პლეი ოფში გასასვლელად. საკმაოდ ნეგატიური განაცხადები ისმოდა ამ გუნდის მიმართ და პროგნოზები მე-15 ადგილს უტოლდებოდა დასავლეთ კონფერენციაში. ყველას ახსოვს რა ამბები ხდებოდა ზაფხულში და როგორ გაუჭირდა გუნდს ცენტრის მოძებნა, რადგანაც დეანდე ჯორდანმა გადაწყვიტა "კლიპერსში დარჩენა". დონი ნელსონს არ ჰქონდა დიდი არჩევანი და გადაწყვიტა "მილუოკიდან" წამოეყვანა ზაზა ფაჩულია.

    ამ გუნდში მოხვედრამდე ზაზამ ლიგაში გაატარა 12 სეზონი, იგი თამაშობდა "ორლანდოში", "ატლანტაში" და "მილუოკიში". თუ გადავხედავთ ზაზას კარიერის საშუალო მაჩვენებლებს ვნახავთ, რომ შედეგიანობა საშუალოდ აკეთებდა 12,2 ქულას, 7,9 მოხსნას. ზაზა არასდროს არ ხვდებოდა დღის ტოპ  ათეულში, და აქვს საკმაოდ ცუდი მომენტებიც ჯიმი ბატლერთან (ვიდეო), ბლიკ გრიფინთან (ვიდეო) და ვესტ მოსნტერთან (ვიდეო).


    წინა სეზონში ზაზამ ითამაშა "ბაქსის" შემადგენლობაში ისეთ მოთამაშეებთან, როგორებიც არიან: ჯაბარი პარკერი, იანის ადეტოკუმბო და ბრენდონ ნაითი. რადგანაც გუნდის სტრატეგია იყო ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარება, ამის გამო ზაზა იყო მხოლოდ მე-10 სიაში, მიუხედავათ იმისა, რომ ითამაშა 73 მატჩში, აქედან 45 სასტარტო ხუთეულში. ამასთანავე, ზაზა შედიოდა "მილუოკის" ყველაზე ფექტურ ხუთეულში მიუხედავათ იმისა, რომ ატარებდა მოედანზე ყველაზე ნაკლებ დროს ამ ხუთეულიდან.

 

 

"მილუოკიში" არავინ არ აპირებდა ზაზას როლის შეცვლას. გუნდისთვის ჰორიზონტზე გამოჩნდა გრეგ მონროს პერსპექტივა და კლუბის ხელმძღვანელობამ ადვილად გააგზავნა ზაზა "დალასში".
  ამჟამად ზაზა არის "დალასის" ერთ-ერთი ლიდერი, იგი დაჟინებით ბრძოლობს პლეი ოფში მოსახვდრად და დომინირებს, რა თქმა უნდა თავის წინა შედეგების ფონზე და არა სრულ ლიგაში. თუმცა 21 მატჩის ჩატარების შემდეგ ზაზა მეორე ადგილზეა დაბლების მაჩვენებლით(12), წინა სეზონში ზაზამ დააგროვა მხოლოდ 15 დაბლი მთელი სეზონის განმავლობაში.
  "დალასი" არის ყველაზე დაბალნსირებული გუნდი ლიგაში. ყოველ თამაშზე შესაძლებელია იხილო ბრწყინვალე თამაში ნებისმიერი მოთამაშისაგან. კარპაილმა იპოვა საჭირო მეთოდები და გამოიყნა ზაზას შესაძლობები როგორც ახალი იარაღი. ზაზა ყველაფერს აკეთბებს ფარქვეშ და მაქსიმალურად იცავს გუნდს, ამით იგი ხმარება დირკ ნოვიცკის და მას ეძლევა უფრო მეტი საშუალება სხვადასხვა მანევრების ჩასატარებლად.



 ზაზას ხარვეზის არის ოპტიმიზმის ნაკლებობა, რომელიც აისახება მოწინააღმდეგის ნასროლი ბურთების ბლოკირებას შესაძლებლობაზე. ზაზა ცდილობს მოუტანოს სარგებელი გუნდს სხვა გზებით, იგი ცხდილობს მოთამაშეების პროვოცირებას ფოლის ასაღებად, კარგად თამაშობს დაცვას.
 ზაზა ფაჩულიას აქვს ყველა შანსი გახდეს "ყველაზე პროგრესიული მოთამაშე", ხოლო "დალასი" გახდეს ყველაზე გასაოცარი გუნდი. ზაზას თამაშის ყურება საკმაოდ საინტერესოა ამ სეზონში, წარმატებები ზაზას!

  პოზიცია: ცენტრი
 სიმაღლე: 2.10
 დაბადების თარიღი: 10.02.1984 

ჩატარებული მატჩი "დალასი" - "ლეიკერსი" დასრულდა ანგარიშით 90:82. დალასის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და "დალასის" მძიმე ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ. თამაშის განმავლობაში მან დააგროვა 18 ქულა, 16 მოხსნა და გახდა მატჩის ღირსეული MVP.

გთავაზობთ ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტებს:

 

Page 2 of 3

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree