კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა ესპანეთის ნაკრებმა. ფინალურ მატჩში, რომელიც ჩატარდა ფრანგულ ლილეში, ესპანეთის ნაკრები, იტალიელი სერჯიო სკარიოლოს ხელმძღვანელობით, შეხვდა ლიტვის ნაკრებს და მოიპოვა გამარჯვება ანგარიშით 80-63.

ესპანეთი - ლიტვა 80:63(19:8, 22:25, 19:10, 20:20)

ესპანეთ: გაზოლი(25+12 მოხსნა), ფერნანდესი(12), ლიული(11)

ლიტვა: კალნიეტისი, სეიბუტისი(13), ვალანჩუნასი (10+9 მოხსნა)

 იონას კაზლაუსკასის არც ერთმა ტაქტიკურმა სხვლამ არ იმოქმედა ესპანეთის წინააღმდეგ, რადგანაც ესპანეთის ნაკრებმა მატჩი დაიწყო საკმაოდ მტკიცედ. რუდი ფერნანდესის ზუსტი ტყორცნები და პოუ გაზოლის ჩვეული თამაში საკმარისი იყო იმისათვის, რომ უკვე სასტარტო 10 წუთის შემდეგ ესპანეთს ჰქონოდა 11 ქულიანი სხვაობა. მეორე მეოთხედში ლიტველებმა იბრძოლეს და შეძლეს სხვვაობის შემცირება, თუმცა მესამე მეოთხედში ნათლად ჩანდა, რომ ლიტვას აღარ ყოფნის ძალები. ლიტვის ნაკრები უკვე საკმაოდ დაღლილად გამოიყურებოდა, ესპანეთს კი ერთი დარჩენოდა, არ დაეშვათ შეცდომები.

ოლიმპიადე მოხვდება ორივე ნაკრები.

ფინალური შეხვედრის დროს ესპანეთის და ლიტვის ნაკრებებს შორის დადგინდა მაყურებელთა რაოდენობის რეკორდი, ლილეს "პიერ მორუას" არენაზე მოსული იყო 27 372 მაყურებელი. შეგახსენებთ, რომ წინა რეკორდი ნახევარფინალურ თამაშზე - 26 922 მაყურებელი.

ესპანეთი გახდა ევრობასკეტის პირველი ფინალისტი. გუშინ მან მოუგო ძირითად კონკურენტს, საფრანგეთს, ანგარიშით 80-75 და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს სერბეთი-ლიტვის მატჩის გამარჯვებულს.

ესპნაეთი - საფრანგეთი 80:75 17:20, 15:13, 16:23, 18:10, 14:9) ესპნაეთი: გაზოლი (40 ქულა + 11 მოხსნა), როდრიგესი(15ქულა)~ საფრანგეთი: ბატუმ, დე კოლო (14ქულა), ლოვერნი(11ქულა), პარკერი, ჟელაბალი (10ქულა).

35 წლის პოუ გაზოლმა ითამაშა თავისი საუკეთესო მატჩი ესპანეთის ნაკრებში და მოუტანა მას 40 ქულა. 8 გადამწყვეტი ქულა ესპანეთის ნაკრებს მოუტანა გაზოლმა და ანგარიში 72-75 საფრანგეთის სასარგებლოდ შეიცვალა 80-75 ესპანეთის გამარჯვებით! გაზოლის მთავარი ოპონენტი, რუდი გობერი, ამ მომენტში უკვე ისვენებდა სკამზე 5 პერსონალური ჯარიმით. სამწუხაროდ საფრანგეთის ნაკრების ლიდერებმა ტონი პარკერმა და ნიკოლას ბატუმმა ვერ ითამაშეს ისე, როგორც მათ შეეძლოთ. მაგალითად პარკერისთვის ერთ თამაშში 30 ქულის მოპოვება არ არის რთული, თუმცა ამ მატჩში მან გუნდს მოუტანა მხოლოდ 14 ქულა.

ხორვატიის პრეზიდენტი გრაბარ-კიტაროვიჩი და ფიბა ევროპის პრეზიდენტი ტურგაი დემირელმა, ხუთშაბათს საღამოს ოფიციალურად გახსნეს ზაგრებში ევრობასკეტ 2015.

ზაგრების მთავარ მოედანზე გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ: პან ელაჩიჩი, განათლებისა და სპორტის მინისტრი ვედრან მორნარი, ზაგრების მერი მილანა ბანდიჩი, ხორვატიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ივან შუკერი და ხორვატიის ლეგენდარული მოთამაშეები. "მოხარული ვარ, რომ მოგვეცა პატივი ჩაგვეტარებინა ევრობასკეტის ტურნირი ხორვატიაში"- თქვა გრაბარ-კიტაროვიჩმა. პირველად ევრობასკეტის ისტორიაში ტურნირი ჩატარდება რამდენიმე ქვეყანაში, 5-10 სექტემბეერი გერმანია(ბერლინი), საფრანგეთი(მონპელიე), ლატვია(რიგა) და ზაგრები. 12-20 სექტემბერს ფრანგული ქალაქი ლილი უმასპინძლებს დასკვნით ეტაპს. ტურნირის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებამ გამოიწვია უპრეცენდენტი ბილეთების გაყიდვა, ამ ეტაპზე გაყიდულია 460 000 ბილეტზე მეტი.

ესპანეთის მთავარმა მწვრთნელმა სერხიო სკარიოლომ დაასახელა იმ 12 მოთამაშის გვარები, რომლებიც ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატზე: შემადგენლობა: სეხრიო იული(რეალი) სერხიო როდრიგესი(რეალი) გილემ ვივესი(ვალენსია) პაუ რიბასი(ბარსელონა) რუდი ფერნანდესი(რეალი) ფერნანდო სან-ემეტერიო(ვალენსია) ვიქტორ კლავერ(ლაბორალ კუტჩა) ფილიპ რეიესი(რეალ) ნიკოლა მიროტიჩი(ჩიკაგო) პაბლო აგილარი(გრან კანარია) პო გაზოლი(ჩიკაგო) გილმერო ერნანგომესი(რეალი)

      სერბეთის კალათბურთის ფედერაციის განცხადებით ბობან მარიანოვიჩს "სან-ანტონიოს" ხელმძღვანელობამ აუკრძალა ევრობასკეტ 2015-ში მონაწილეობის მიღება. მიზეზად სახელდება სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ ჯანმრთელობასთან აღმოჩენილი პრობლემები. გუნდის ექიმმა აუკრძალა მას თამაში 3 კვირის განმავლობაში.

      სერბეთის კალათბურთის ფედერაცია აპირებს ამ საქმის განხილვას ფიბა-ში და გააპროსტესტოს "სან-ანტონიოს" გადაწყვეტილება.

Page 1 of 2

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree