სერბეთის ნაკრებმა 20-წლამდელთა ასაკში ბრწყინვალედ გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატში. ამ ნაკრების თამაში მთელი ტურნირის განმავლობაში იყო ძლიერი, ხოლო ფინალში ესპანეთის ნაკრებს მოუგო ანგარიშით 70-64!
ესპანელები იბრძოდნენ ბოლომდე, მაგრამ სერბების 3-ქულიანებს ამ ტურნირზე ვერც ერთმა ნაკრებმა ვერ გაუძლო, მათ შორის ესპანეთმაც.
ახალგაზრდა სერბების მთელი პლეადა, რომელმაც ბრწყინვალედ გამოიჩინა თავი ამ ჩემპიონატზე, აუცილებლად გამოჩნდება ევროპის წამყვან კლუბებში.
"სნაიპერები" მარკო გუდურიჩი, ოგნიენ კარამაზ და რადე ზაგორაც - მათ გააჩნიათ ყველაფერი იმისათვის, რომ ხმამაღლა წარადგინონ საკუთარი თავი.

Page 2 of 2

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree