ვერ მოასწრო კობიმ კარიერის დასრულება და მასზე დაიწყეს ტელევიზიებმა ნადირობა.

"ლოს-ანჯელეს ლეიკრსის" ვარსკვლავი კობი ბრაინტი ახალ რეკორდს აღწევს. "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ თამაშისას კობიმ ჩააგდო ოთხი 3-ქულიანი, ამით მან მიიყვანა 3-ქულიანების რიცხვი 1 762-მდე და გავიდა NBA-ს რეინტიგის მე-13 ადგილზე.

დღეს გახდა ცნობილი NBA ALLSTAR 2016-ის შედეგები და შესაბამისად სასტარტო ხუთეულები.
დასავლეთის კონფერენცია: კობი ბრაინტი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, სტეფენ კარი, რასელ უესტბრუკი.

აღმოსავლეთის კონფერენცია: ლებრონ ჯეიმსი, კარმელო ენტონი, პოლ ჯორჯი, კაილ ლოური, დუეინ უეიდი.

სამწუხაროდ ზაზა ფაჩულია ვერ მოხვდა ყვლა ვარსკვლავის მატჩზე, გთავაზობთ მის განცხადებას:
"ძალიან დიდი მადლობა ყველას განურჩევლად, ასეთი დაფასებისთვის და თანადგომისთვის, ეს დღეები ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება ჩემს ცხოვრებაში.
”ყველა ვარსკვლავის” თამაშზე მოხვედრაზე უფრო მეტი, თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა.
ძალა ერთობაში".

"კლივლენდის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი განცხადებით, ის ნანობს, რომ ვერ შეხვდა NBA-ს ფინალში "ლეიკერსის" ვარსკვლავს კბი ბრაინტს.

"მე ვერ გავაკეთე ფანატებისთვის ის, რაც უნდა გამეკეთებინა 2009 წელს - მე ვერ შევხვდი ფინალში კობის. ვიცი, რომ მთელ მსოფლიოს უნდოდა ამის ნახვა. ვიცი, რომ კობისაც უნდოდა ეს, და ამის გამო ძალიან ვწუხვარ დღეს.

"ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაინტმა სამშაბათს ჩაატარა ბოლო მატჩი მშობლიურ ქალაქ ფილადელფიაში. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებისას კობი ამთავრებს საკალათბურთო კარიერას.

"ლეიკერსმა" წააგო ანგარიშით 91:103, ბრაინტმა 32 წუთის განმავლობაში დააგროვა 20 ქულა და 5 მოხსნა.
მატჩის დასრულების შემდეგ კობი ემშვიდობებოდა მაყურებელს, ხოლო ისინი სკანდირებდნენ მის სახელს.

Page 1 of 3

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree