სამშაბათს კობი ბრაიანტი მიიღებს მონაწილეობას გახსნით მატჩში "მინესოტას" წინააღდეგ.
ESPN-ის ცნობიტ ბრაიანტი დაიწყებს თავის მე-20 სეზონს "ლეიკერსის" ფორმაში, რაც არის NBA-ს რეკორდი.

აქამდე ერთ კლუბში ჩატარებული სეზონების რეკორდსმენი იყო ჯონ სტოკტონი, რომელიც თამაშობდა "იუტაში" 1984-2003 წლებში.

"ლეიკერსის" ვარსკვლავმა კობი ბრაინტმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება სეზონის ბოლოს მიიღოს.

 

"ჯერ არ გადამიწყვეტია იქნება თუ არა ეს სეზონი ბოლო. ასეთი გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთულია. მოთამაშეები რომლებსაც ვესაუბრებოდი ამ თემასთან დაკავშირებით ამბობენ:"კობი, შენ ამას მოგვიანებით მიხვდები".

 

"ვცდილობ მაქსიმალურად გავიმარტივო დავალება, ან ვთამაშობ და გავდივარ ამ ყველაფერს ხელახლა ან არა. მაგრამ ვფიქრობ გადაწყვეტილებას მივიღებ სეზონის ბოლოს, რადგანაც ახლა, ჩემპიონატის დაწყებამდე ასეთი გადაწყვეტილების მიღება რთულია" - აცხადებს კობი.

Page 3 of 3

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree