"უორიორზის" გამთამაშებელი სტეფენ კარი აცხადებს, რომ მას სურს "ჩიკაგოს" 1995/96 (წლებში 72 თამაშის მოგება) რეკორდის მოხსნა, მაგრამ ამ დროს აუცილებელია ოპტიმალურ მდგომარეობაში გუნდის პლეი ოფამდე მიყვანა.


"73 მოგება რეგულარულ ჩემპიონატში? კი, მაგრამ ამის გაკეთება საჭიროა სწორად. ჩვენს გვსურს პროგრესირება და აპრილში საუკეთესო ფორმასი უნდა ვიყოთ. თუ არ მოვიგებთ ჩემპიონატს, რა საჭიროა მაშინ 73 გამარჯვება?" - აცხადებს კარი.

"გოლდენ სთეიტის" გამთამაშებელი სტეფენ კერი და "ინდიანას" ფორვარდი პოლ ჯორჯი აღმოსავლეთ და დასვლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

სტეფ კერიმ დაეხმარა თავის გუნდს რეკორდული შედეგის მიღწევაში - 20 მოგება სეზონის სტარტიდან, საშუალოდ სტეფი აგროვებს 31,6 ქულას და ჩაგდებული აქვს 94 3-ქულიანი, ეს მაჩვენებელი 42-ით მეტია ვიდრე სხვა ნებისმიერი მოთამაშის სტატისტიკაა. პოლ ჯორჯის მონაცემები გასულ თვეში შეადგენენ: 27,2 ქულა, 8,1 მოხსნა, 4,4 გადაცემა.

საუკეთესო მოთამაშის წოდებაზე წარდგენილები იყვნენ: პოლ მილსეპ (ატლანტა), ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი), ანდრე დრამონდი (დეტროიტი), ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი)...

"უორიორზი" ორშაბათს გასვლით შეხვედრაში მოუგო "იუტას", სეზონის სტარტიდან "გოლდენ სთეიტი" იგებს მე-19 მატჩს, მიმდინარე სერია არის რეკორდული ლიგის ისტორიაში.

წინა სეზონის გათვალისწინებით, "უორიორზს" აქვს მოგებული 23 თამაში. რეკორდული სერია აქვს ჩატარებული "ლეიკერს" 1971/72 სეზონში - 33 თამაში.

ოთხშაბათს მოქმედი ჩემპიონი შეხვდება "შარლოტს".

"გოლდენ სთეიტის" სტეფენ კარი ვარსკვლავი თვლის, რომ მისი თამაშის სტილი ჰგავს "ბარსელონას" ვარსკვლავის ლიონლ მესის სტილს.

   "ჩვენ ორივეს გაგვაჩნია გამომგონებლობითი სტილი, ჩვენ გაგვაჩნია შემოქმედებითი ინსტინქტი. ყოველთვის ვცდილობ გავაკეთო რამე ლამაზი, შევასრულო "ქროსოვერი", შევქმნა ლამაზი თამაში, იგივს აკეთებს მესიც თამაშისას.
    მე, მესის დიდი მოყვარული ვარ, მისი თამაშის ყურებისას ვიღებ ძალიან დიდ სიამოვნებას იმიტომ, რომ ვერასდროს ვერ გამოიცნობ თუ რას გააკეთებს ის შემდეგ მომენტში. როდესაც მესის აჩვენებენ ტვ-ში ხალხი მას თვალს ვერ აშორებს იმიტომ, რომ როდესაც ის შეეხება ბურთს აუცილებლად მოხდება რამე არაჩვეულებრივი. ასეთ ნიჭს დაფასება სჭირდება - აცხადებს სტეფენ კარი.

"გოლდენ სთეიტის" გამთამაშებელმა სტეფ კარიმ თავის ემოციები გააზიარა დიდი ტრიუმპფის შემდეგ, "ვორიორზმა" NBA-ას ახალი რეკორდი დაამყარა, სეზონის დაწყებიდან 16 მოგება და არც ერთი წაგება.

"იმ შედეგის მიღწევა, რომელიც შენამდე არ იყო მიღწეული საოცარი გრძნობაა. ჩვენ არ ვაპირებთ მოდუნებას იმიტომ, რომ 82 მატჩის მოგება გაგვიჭირდება." - განაცხადა კარიმ.

ხუთშაბათს "გოლდნ სთეიტმა" მოუგო "კლიპპერს" ანგარიშით 124:117, ეს გამარჯვება "გოლდენ სთეიტისთვის" გახდა რიგით მე-13, რამაც გუნდს საშუალება მისცა ეჩვენებინა NBA-ს ისტორიაში მესამე საუკეთესო შედეგი.

რეკორდული მაჩვენებელი გამარჯვებებში აქვს "ვაშინგტონ კეპიტოლს" 1948/49 წლებში - 15 გამარჯვება, "ჰიუსტონი" 1993/94 წლები, "ბოსტონი" 1957/58 წლები და "დალასი" 2002/03 წლები - 14 გამარჯვება.

"გოლდენ სთეიტი" შეხვედრის დასაწყისში აგებდნენ 23 წულას, მაგრამ თამაშის მეორე ნახევარში შეძლეს წინ გასვლა. სტწეფენ კარი ისევ ბრწყინვალედ თამაშობდა, მის ანგარიშზე 40 ქულა, 11 მოხსნა, 4 გადაცემაა.

 

სტეფენ კარის საუკეთესო მომენტები:

Page 2 of 3

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree