პოზიცია: ფორვარდი
 სიმაღლე: 2.03
 დაბადების თარიღი: 01.04.1986
 კარიერა: Globe Tech (USA-NCAAJ, 2001-02); Academy Tblisi (Georgia-Highest League, 2002-03); JDA Dijon (France-Pro A, 2003-06); Estudiantes Madrid (Spain-ACB, 2006-07); Dinamo Tbilisi (Georgia-Superleague, 2008); Tartu Rock (Estonia-EMKL, 2008-09); Virtus Bologna (Italy-Lega, 2009-12); Montepaschi Siena (Italy-Lega, 2012-13)

 

სანიკიძეს პროფესიონალური კარიერა დაიწყო კლუბ "დიჟონში", რომელიც მონაწილეობდა საფრანგეთის ჩემპიონატში. 2004 წელს მისი კანდიდატურა იყო წარდგენილი NBA-ს დრაფტზე 42-ე ნომრად "ატლანტაში",  მაგრამ იმავე დღეს მოთამაშის უფლებები გაყიდული იყო "სან-ანტონიოსთვის". "სან-ანტონიო სპერსი" დღემდეა სანიკიძის NBA-ში უფლებების მფლობელი, მაგრამ კონტრაქტის გაფორმება არ მოხდა.

კარიერის შემდეგი ეტაპი გაგრძელდა ევროპაში, სადაც 2006-07 წლებში სანიკიძემ გაატარა ესპანეთის კლუბ "ესტუდიანტესში" და ითამაშა ესპანეთის ჩემპიონატში. ტრავმის შედეგად 2007-08 სეოზნის გამოტოვება მოუხდა. შემდეგ სეზონში ვიქტორი თამაშობდა ესტონეთის ჩემპიონატში, კლუბ "ტარტუში".

2009 წლის აგვისტოში სანიკიძე გადადის იტალიურ კლუბ "ვირტუსში".

2012 წლის 11 ივლის სანიკიძემ მოაწერა ხელი იტალიურ კლუბ "სიენასთან".

2013 წელს ითამაშა კლუბ "სარაგოსაში".

 

ამჟამად სანიკიძეს ახალი კონტრაქტი აქვს თურქულ კლუბ "ტედ ანკარა კოლეჟლიერთან".

გავრცელებული ინფორმაციით ვიქტორ სანიკიძე თურქული სუპერ ლიგის გუნდ "თედ ანკარა კოლეჯერში" ითამაშებს. ამის შესახებ გუნდის ოფიციალური ტვიტერი იუწყება, კონტრაქტის დეტალები ჯერ არ არის ცნობილი.

ამ ეტაპზე სანიკიძე საქართველოს ნაკრებთან ერთად სლოვენიაში იმყოფება.

 

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree