ალექსეი შვედი ხიმკიში ითამაშებს

22 October 2015

რუსი კალათბურთელი ალექსეი შვედი, თავის კარიერას გააგრძელებს კლუბ "ხიმკიში". როგორც იუწყება ინსაიდერი დევიდ პიკი, შვედი კლუბთან მოაწერს 3 წლიან კონტრაქტს. შვედისთვის კლუბის დატოვება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში თუ მან მიიღო შემოთავაზება ნბა-ს რომელიმე კლუბიდან.

წინა სეზონი შვედმა ითამაშა ნიქსში. სულ ნბა-ში 26 წლის კალათბურთელმა გაატარა 3 სეზონი, რუსეთში კი იცავდა დინამოს,
ხიმკის და ცსკა-ს ღირსებებს.

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree