ფიბა ევროლიგას სახელის შეცვლას სთავაზობს

04 November 2015

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიბა) ევროპულ კლუბებს სთავაზობს კალათბურთის ჩემპიონთა ლიგის შექმნას, რომელიც ჩაანაცვლებს "ევროლიგას". ეს საკითხი განიხილებოდა კლუბების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართა.

კალათბურთის ჩემპიონთა ლიგის ჩარჩოებში იგეგმება ტურნირის ჩატარება 16 გუნდის მონაწილეობით, ჯგუფური სისტემით, პლეი-ოფში კი ინიციატორების ჩანაფიქრით 8 საუკეთესო გუნდი გავა.

გარანტირებული ადგილები ფიბა-ს ახალ ჩემპიონატში წარმოდგენილი ექნებათ: მოსკოვის "ცსკა"ს,
ესპანურ "ბარსელონას" და "რეალს", ბერძნულ "ოლიმპიაკოს" და "პანათინაიოკოს", თურქულ "ანადოლუ ეფეს" და "ფენერბახჩეს" და ისრაელის "მაქაბს". კიდე ოთხი ადგილი ექნებათ იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის და ლიტვის ჩემპიონებს. დანარჩენი ოთხი საგზური გათამაშდება საკვალიფიკაციო ტურნირში, რომელშიც 28 ქვეყნის გუნდს ექნება შანსი.

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree