ევრობასკეტი 2017 - რუდი გობერი გამოტოვებს ტურნირს

17 May 2017

"იუტა ჯაზის" და საფრანგეთის ნაკრების ცენტრმა განაცხადა, რომ გამოტოვებს "ევრობასკეტ-2017"-ს.

 

"რთული გადაწყვეტილება იყო. პლეიოფის დროს მივიღე ტრავმა, ამასთანავე ჩავატარე რთული სეზონი. კლუბის დიდი სურვილია, რომ შესვენების დროს მეტი ყურადღება დავუთმო ჩემ სხეულს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ საფრანგეთის შემადგენლობაში არ ვითამაშებ" - განაცხადა რუდი გიბერმა.

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree