ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

22 October 2015

კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა ესპანეთის ნაკრებმა. ფინალურ მატჩში, რომელიც ჩატარდა ფრანგულ ლილეში, ესპანეთის ნაკრები, იტალიელი სერჯიო სკარიოლოს ხელმძღვანელობით, შეხვდა ლიტვის ნაკრებს და მოიპოვა გამარჯვება ანგარიშით 80-63.

ესპანეთი - ლიტვა 80:63(19:8, 22:25, 19:10, 20:20)

ესპანეთ: გაზოლი(25+12 მოხსნა), ფერნანდესი(12), ლიული(11)

ლიტვა: კალნიეტისი, სეიბუტისი(13), ვალანჩუნასი (10+9 მოხსნა)

 იონას კაზლაუსკასის არც ერთმა ტაქტიკურმა სხვლამ არ იმოქმედა ესპანეთის წინააღმდეგ, რადგანაც ესპანეთის ნაკრებმა მატჩი დაიწყო საკმაოდ მტკიცედ. რუდი ფერნანდესის ზუსტი ტყორცნები და პოუ გაზოლის ჩვეული თამაში საკმარისი იყო იმისათვის, რომ უკვე სასტარტო 10 წუთის შემდეგ ესპანეთს ჰქონოდა 11 ქულიანი სხვაობა. მეორე მეოთხედში ლიტველებმა იბრძოლეს და შეძლეს სხვვაობის შემცირება, თუმცა მესამე მეოთხედში ნათლად ჩანდა, რომ ლიტვას აღარ ყოფნის ძალები. ლიტვის ნაკრები უკვე საკმაოდ დაღლილად გამოიყურებოდა, ესპანეთს კი ერთი დარჩენოდა, არ დაეშვათ შეცდომები.

ოლიმპიადე მოხვდება ორივე ნაკრები.

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree