ტეოდოსიჩი: "ჯერ რიგით მეორე გამარჯვება ევროლიგაში, შემდგომ კი გადაწყვეტილება"

22 March 2017

ცსკა-ს გამთამაშებელმა მილოშ ტეოდოსიჩმა თავის ბლოგში განაცხადა, რომ ჯერ არავითარ გადაწყვეტილებას არ ღებულობს თავის მომავალთან დაკავშირებით, სანამ მიმდინარე სეზონი არ დამთავრდება.

"პირველ რიგში, სეზონი ჯერ არ დამთავრებულა და არაფერზე ფიქრი არ მინდა გარდა ცსკა-ს მოგების ყველა ჩემპიონატში. შემდეგ, როდესაც თავისუფალი აგენტი გავხდები მივიღებ გადაწყვეტილებას ჩემს მომავალთან დაკავშირებით. 19 მარტს მე შემისრულდა 30 წელი და მესმის, რომ ეს იქნება მთავარი გადაწყვეტილება ჩემს კარიერაში.

დიახ სიმართლეა, მე სერიოზულად ვფიქრობ NBA-ზე, მაგრამ ჯერ ზუსტად არაფერია გადაწყვეტილი და ზაფხულამდე არც გადაწყდება. როგორც ადრე მაქვს ნათქვამი, იმისთვის რომ გავემგზავრო აშშ-ში, გუნდმა უნდა დამიკმაყოფილოს ყველაზე მთავარი, ჩემი როგორც მოთამაშის ამბიციები, აგრეთვე ჩემი ფინანსური მოთხოვნილებებიც.

რაც შეეხება ევროპას, ჩემი გუნდია - ცსკა, მათ ჯეროდათ ჩემი წლების განმავლობაში, და ისინი ყოველთვის იქნებიან ჩემთვის პირველ ადგილზე. ცსკა-გუნდია რომელთანაც საუბარი მექნება პირველ რიგში.

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree