გოლდენ სთეიტს ახალ სეზონში დააკლდება დაცვა

08 September 2016

"გოლდენ სთეიტის" მთავარი მწვრთნელის განცხადებით, გუნდის შემადგენლობის შეცვლის შემდეგ მას ძალიან ადარდებს დაცვის მხარე.

"რაც დანამდვილებით შეიცვლება - ეს არის დაცვა, ჩვენ გვყავდა ნამდვილად შეუდარებელი დაცვა ბოგუტას და ეზელის სახით, მაგრამ ეს ორივე მოთამაშე წავიდა გუნდიდან. ზაზა ძალიან კარგად თამაშობს დაცვას, მაგრამ ის უფრო პოზიციურ დაცვას თამაშობს და ნაკლებად ასრულებს "ბლოკ-შოტებს.
ასე რომ, ჩვენ ცვლილებები გვექნება ტაქტიკაში, სირთულეები გველის დაცვაში, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს სწორედ" - აცხადებს სტივ კერრი.

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree