კობი ბრაიანტმა ჩაატარა უკანასკნელი მატჩი ფილადელფიაში

01 December 2015

"ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაინტმა სამშაბათს ჩაატარა ბოლო მატჩი მშობლიურ ქალაქ ფილადელფიაში. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებისას კობი ამთავრებს საკალათბურთო კარიერას.

"ლეიკერსმა" წააგო ანგარიშით 91:103, ბრაინტმა 32 წუთის განმავლობაში დააგროვა 20 ქულა და 5 მოხსნა.
მატჩის დასრულების შემდეგ კობი ემშვიდობებოდა მაყურებელს, ხოლო ისინი სკანდირებდნენ მის სახელს.

Media

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree