ლამარ ოდომი: " ჩემი კარიერა დამთავრდა მაშინ, როდესაც ლეიკერსმა გამცვალა"

29 August 2017

ლამარ ოდომმა შეიძლება ერთ დღიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი ლოს-ანჯელესთან იმისათვის, რომ დაამთავროს კარიერა ამ კლუბში.

"ლეიკერსიდან" ჩემმა გაცვლამ ფაქტიურად დაამთავრა ჩემი კარიერა და მიზანს დამაშორა. დრო რომელიც გავატარე ამ გუნდში, კობი, პო გასოლი - ჩვენ ბევრი რამე გადავიტანეთ ერთად. ეს იყო განსაკუთრებული დრო ჩემს ცხოვრებაში.

გამცვალეს იმ დროს, როდესაც "დალასთან" დავთმეთ პლეიოფში, გამცვალეს იმ წელს როდესაც ლიგამ მომანიჭა წლის საუკეთესო მეექვსე მოთამაშის წოდება და ამის შემდეგ ესე მომექცნენ.... რა უნდა გამეკეთებინა კიდევ?

სულ მახსენდება ეს ყველაფერი, კიდევ რამდენი კარგი რამის გაკეთება შემეძლო გუნდისათვის. კითხვაზე შევძლებდი თამაშს დღეს ნბა-ში? კი, შევძლებდი.

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree