ლებრონ ჯეიმსი:"ამჯერად "ბულსის" ენერგიას ვაჯობეთ"

18 February 2016

ლებრონ ჯეიმსმა გააკეთა კომენტარი "ჩიკაგო ბულსთან" თამაშის შესახებ, "კლივლენდმა" მოუგო "ჩიკაგოს" ანგარიშით 106:95. შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველ ორ შეხვედრას "ჩიკაგოსთან" "კლივლენდმა" ვერ გაუძლო და დამარცხდა.

ჯეიმსმა დააგროვა 25 ქულა, 9 მოხსნა და 9 გადაცემა.

"პირველ ორ მატჩში ჩვენ ვერ ვერაფერი მოვუხერხეთ "ჩიკაგოს" ენერგიას და აგრესიას და ორივეჯერ წავაგეთ. ბოლო მატჩზე კი ღირსეული პასუხი გავეცით მოწინააღმდეგე გუნდს" - აცხადებს ლებრონ ჯეიმსი.

Media

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree