ნიკოლოზ ცქიტიშვილი NBA-ში დაბრუნდა

22 October 2015

ნიკოლოზ ცქითიშვილი ლოს ანჯელეს "კლიფერსში" ითამაშებს - ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა დევიდ პიკმა. ცნობილია, რომ კონტრაქტი არის ერთწლიანი და არაგარანტირებული. 9 წლიანი პაუზის შემდეგ 32 წლის მძიმე ფორვარდი (212სმ) მზად არის კიდევ ერთხელ სცადოს თამაში NBA-ში და აჩვენოს თუ რა შეუძლია მას. 2002 წელს "ნაგეთსის" დრაფტზე არჩეული მოთამაშე ოთხი სეზონის განმავლობაში თამაშობდა NBA-ში, საშუალოდ აკეთებდა 2,9 ქულას და 1,8 მოხსნას. ბოლო სეზონი გაატარა ლიბანში.

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree