სუპერმარკეტების ქსელი მაიკლ ჯორდანს 8,9მლნ დოლარს გადაუხდის

22 October 2015

ამჟამად დახურული სუპერმარკეტების ქსელის დირექტორმა, სასამართლოს გადაწყვეტილებით მაიკლ ჯორდანს უნდა გადაუხადოს 8,9მლნ დოლარი, რადგან მან შეუთანხმებლად საქონლის რეკლამირებაში გამოიყენა ჯორდანის სახელი. 2009 წელს სუპერმარკეტებში იყო განთავსებული რეკლამა ჟურნალ Sports Illustrated გარეკანით. ადვოკატები ამტკიცებდნენ , რომ შეთანხმების შედეგად სუპერმარკეტების ქსელს ჰქონდა გადასახდელი მხოლოდ 126 ათასი დოლარი, მაგრამ ლეგენდარული მოთამაშის წარმომადგენლებმა დაამტკიცეს, რომ არანაირი ხელშეკრულება არ არსებობდა.

We use cookies to improve our website. Cookies used for the essential operation of this site have already been set. For more information visit our Cookie policy. I accept cookies from this site. Agree